30 სექტემბერს დაბადებული ადამიანი უზომო ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა

30 სექტემბერს დაბადებული ადამიანი უზომო ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა

სექტემბერი (ლათ. September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა, ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".

როგორია 30 სექტემბერს დაბადებული ადამიანი

30 სექტემბერს დაბადებული ადამიანები ანალიტიკური აზროვნების უნარით და უზომო ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. მათ შესწევთ ძალა ნებისმიერი სახის თავსატეხი და ამოცანა ამოხსნან; თანაც ისე, რომ სიმართლე დიპლომატიური "შეფუთვით" მიაწოდონ საზოგადოებას.