ორშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 04:26-ზე, მთვარე ქალწულშია
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში. კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
ვერძი
თქვენი მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება, თუ ასისტენტი გეყოლებათ ან რჩევას სთხოვთ კოლეგებს. არ არის საჭირო დროის დაკარგვა იმის დასამტკიცებლად, რომ თავად შეგიძლიათ ყველაფრის გაკეთება. თუ გადაწყვეტთ სპორტით ან საოჯახო საქმეებით დაკავდეთ, მაშინ ჩართეთ პარტნიორი, რომელიც ახლოსაა ამ აქტივობებთან. კარგი დღეა შინაური ცხოველის შესაძენად.
კურო
კარგი დღეა რომანტიკისა და შემოქმედებისთვის. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან. თუ თავისუფალი ხარ, მაშინ ნუ იჯდები სახლში, გადით ხალხში. არის შანსი შეხვდეთ საინტერესო ადამიანს. რაც უფრო მეტ კრეატიულობას შეიტანთ ამ დღეს, მით უფრო წარმატებული იქნება ის. შეხვდით ადამიანებს, წადით პაემანზე, ისიამოვნეთ ცხოვრებით.
ტყუპი
კარგი დღეა საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. თუ დიდი ხანია არ გინახავთ ერთმანეთი, მაშინ დანიშნეთ შეხვედრა, ან მოიწვიეთ სტუმრად. დღეს კარგია ახლობლებს გააცნოთ თქვენი საყვარელი ადამიანი, თუ ისინი მას არ იცნობენ. ან ურთიერთობა ახალ დონეზე გადაიყვანეთ, მაგალითად, დაიწყეთ ერთად ცხოვრება. ზოგი დღევანდელ დღეს მხოლოდ სახლის დალაგებას მოუნდება.
კირჩხიბი
აქტიური დღეა, მაგრამ სასურველია, ყველაფერი თავად არ გააკეთოთ. ჩართეთ კოლეგები, მეგობრები და ახლობლები თქვენს საქმიანობაში. რაც უფრო მეტს ფიქრობს ადამიანი იმ დავალებაზე, რომელიც უნდა შესრულდეს, მით უფრო სწრაფად მიაღწევს მიზანს. კარგი დროა გართობის, კომუნიკაციისა და ქალაქში გადაადგილებისთვის. დაურეკეთ და-ძმებს, იყავით თავაზიანი მეზობლების მიმართ.
ლომი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. ზოგი ამას სამსახურში გააკეთებს, ზოგიც ოჯახის ბიუჯეტზე იზრუნებს. მოლაპარაკებები, გარიგებები, შესყიდვები წარმატებული იქნება. წადით საყიდლებზე პარტნიორთან ერთად, ახლობლების აზრის მოსმენა გამოგადგებათ.
ქალწული
უმჯობესია ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ, პრობლემების მოგვარებასა და სურვილების რეალიზებას. ზოგიერთისთვის ეს იქნება სხეულზე ზრუნვა, მაგალითად, სპორტი, მასაჟი, სპეციალისტთან, დიეტოლოგთან ან ექიმთან კონსულტაცია. სხვებისთვის ეს ნიშნავს საყიდლებზე წასვლას ლამაზი ნივთის შესაძენად, სილამაზის სალონში წასვლას. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ხშირად ტკბებით ცხოვრებით.
სასწორი
საუკეთესოა ეს დღე დასვენებას დაუთმოთ. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ იზრუნოთ ბიზნესზე, მაგრამ არ უნდა გადაიღალოთ. ვიღაცას მოუნდება მარტოობაში ყოფნა, ფილმის ყურება, კარადის ან სამუშაო მაგიდის დალაგება ან რაიმე გემრიელის მომზადება. მთავარია ირგვლივ მშვიდობა და ჰარმონია სუფევდეს.
მორიელი
კარგი დღეა მეგობრებთან სასაუბროდ და ტექნიკური დისციპლინების შესასწავლად. შესაძლოა, იყიდოთ რაიმე აღჭურვილობა და გაერკვეთ, თუ როგორ უნდა იმუშაოთ მასზე. სოციალურ ღონისძიებებზე დასწრება ახალ გამოცდილებას მოგიტანთ. ნუ იქნებით მარტო, მოიწვიეთ სტუმრები ან წადით ისეთ ადგილას, სადაც ვინმეს გაესაუბრებით.
მშვილდოსანი
სამსახურში გაქებენ და გაგახარებენ. თქვენ ამას იმსახურებთ. მოიძიეთ რჩევა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას. ეს საშუალებას მოგცემთ სწრაფად მიაღწიოთ თქვენს მიზანს. კარგი იქნება, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ ასაკით უფროს ნათესავებს. თუ დიდი ხანია არ გინახავთ ერთმანეთი, დაურეკეთ, ან კიდევ უკეთესი, ეწვიეთ მათ. შესაძლოა მათ თქვენი დახმარება ან კომუნიკაცია სჭირდებათ.
თხის რქა
დღეს ინტელექტუალური მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ფიზიკური. თუ გსურდათ კურსებზე დარეგისტრირება, მაშინ ამისთვის შესაფერისი დღეა. შეგიძლიათ წახვიდეთ სადმე, სადაც ახალ ემოციებს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს გამოფენა, კინო, თეატრი. კარგი დღეა გაცნობისთვის, მოგზაურობის და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.
მერწყული
რომანტიკულ ურთიერთობებში შესაძლოა პროგრესი იყოს. კავშირი ახალ საფეხურს მიაღწევს და გახდებით უფრო ერთიანი და ემოციურად დაახლოებული. ფინანსური საკითხები პროდუქტიულად მოგვარდება. დღეს კარგია სამთავრობო უწყებებთან და ბანკებთან ურთიერთობა. პარტნიორს შეუძლია გაგახაროთ საჩუქრით ან ფულით.
თევზები
დღეს ბევრი კომუნიკაცია გექნებათ. ეს შეიძლება იყოს ნათესავები, კოლეგები, კლიენტები, პარტნიორები. დღე იქნება პროდუქტიული, მიაღწევთ იმას, რაც გინდოდათ. კარგი დღეა გაცნობისა და რომანტიკული ნაცნობებისთვის. წადით თქვენს პარტნიორთან ერთად გასართობ ადგილას, გაუზიარეთ თქვენი სურვილები და მიზნები.