სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:14-ზე, მთვარე თხის რქაშია
გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია: საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. დღე ხელსაყრელია ქორწინების რეგისტრაციისა და საქორწილო ღონისძიებების ჩასატარებლად.
ვერძი
დღეს შესაძლოა დიდი ფულადი ნაკადები შემოვიდეს: ნუ დახარჯავთ ფულს წვრილმანებზე; იყიდეთ რაიმე, შესაძლოა ძვირადღირებული, მაგრამ აუცილებელი.
კურო
საყვარელი ადამიანის ან მეგობრის სიყვარულის დაბრუნება, რომელიც საკუთარი ბრალით დაკარგეთ, დღეს უფრო იოლი იქნება, ვიდრე გგონიათ. გამოიყენეთ შესაძლებლობა, განაახლოთ თქვენი ურთიერთობა.
ტყუპი
ნუ ენდობით უცნობების სიტყვებს - შესაძლოა, მათ თქვენი გამოყენება საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად სურდეთ. არ უნდა ჩაერთოთ უცნაურ საქმიანობაში.
კირჩხიბი
მოულოდნელმა შეხვედრამ წარსულიდან იმ ადამიანთან, რომელიც ადრე მოგწონდათ, შეიძლება ურთიერთობის განახლების შანსი მოგცეთ. მიეცით საკუთარ თავს და მათ კიდევ ერთი შანსი.
ლომი
ეს დღე ხელსაყრელია ამბიციურ პროფესიულ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად - შესაძლოა, დღეს აღებული დავალება თქვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გახდეს.
ქალწული
თუ უფროსთან ახალ თანამდებობაზე ან ხელფასის მომატებაზე საუბარს აპირებდით, დრო არ უნდა დაკარგოთ - დღეს მიზნის მიღწევა უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ოდესმე.
სასწორი
როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ სამსახურში, შეეცადეთ იპოვოთ შესაძლებლობა საყვარელ ადამიანებთან დასაკავშირებლად - ნუ მისცემთ მათ კიდევ ერთ მიზეზს, რომ განაწყენდნენ; მათ ისედაც აწუხებთ უთქვენობა.
მორიელი
თუ ბოლო დროს მეგობართან თქვენი ურთიერთობა გაუარესდა, დღეს შეძლებთ გაუგებრობის მიზეზების დადგენას - მასთან გულწრფელი საუბარი ყველაფერს გაარკვევს.
მშვილდოსანი
დღეს ჯანმრთელობის ნებისმიერი გაუარესება, სავარაუდოდ, არა ჯანმრთელობის პრობლემებით, არამედ უბრალო დაღლილობით იქნება გამოწვეული, ამიტომ გონივრულია, დღე დასვენებას დაუთმოთ.
თხის რქა
ეს დღე ხელსაყრელია ნებისმიერი პროფესიული საქმიანობისთვის, ამიტომ სასურველია დაიწყოთ მუშაობა თქვენს მიერ არჩეული მიმართულებით. თუ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებთ, ყოველ შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა მაინც უნდა ჩამოწეროთ.
მერწყული
ბოლო დროს თქვენში დაგროვილი ნეგატიური ენერგიის შემსუბუქება სხვების დახმარებით შეგიძლიათ, მით უმეტეს, რომ თქვენ გარშემო უამრავი ადამიანი იქნება, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
თევზები
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა, ეს დღე ხელსაყრელია საოჯახო საქმეების შესრულებისთვის, მარტივი დალაგებიდან დაწყებული კოსმეტიკური რემონტით დამთავრებული. ოთახის განახლება შპალერის შეცვლით ან ავეჯის გადაადგილებით სავსებით შესაძლებელია.