პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 13:26-ზე, მთვარე 08:04-ზე გადავა მშვილდოსანში
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გასარკვევად. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
ვერძი: თუ გარშემო მყოფები და სიტუაცია თქვენ წინააღმდეგაა, ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ უსიამოვნებები. საქმიანი შეხვედრის დროს უნდა მოუსმინოთ ოპონენტს.
კურო: იყავით პოზიტიურ განწყობაზე. საუკეთესო დღეა წყენის დასავიწყებლად და შესარიგებლად. მალევე დაასრულეთ საქმეები, რომ შინ დროზე დაბრუნდეთ.
ტყუპი: საინტერესო შეხვედრებისა და ამბების მიღების დღეა. იყავით დიპლომატიურად ცნობისმოყვარე. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ან მიმოწერა გელით.
კირჩხიბი: სამსახურში კოლეგების და შინ ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. საუბრების დროსაც კი შეიძლება ახალი და საინტერესო იდეები დაგებადოთ.
ლომი: დაკვირვებით მოაგვარეთ საბუთებთან, მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხები. საკუთარ წარმატებასა და პირად ცხოვრებაზე მხოლოდ ერთგულ ადამიანებთან ისაუბრეთ.
ქალწული: მიიღეთ კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით, თუ საკითხი დიდხნიან პროექტებს, თქვენს მომავალს ეხება. თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ ახლობლებსაც ჰკითხეთ.
სასწორი: დღეს მალევე დაასრულეთ საქმეები, რათა მეტი დრო გაატაროთ მშვიდ გარემოში, საყვარელი ადამიანების გვერდით. მალევე ახალ, საინტერესო პროექტებში უნდა ჩაერთოთ და დაზოგეთ ენერგია.
მორიელი: შეხვედრებით და საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელოდებათ. მარტოხელებს - რომანტიკული ნაცნობობა. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ შინ.
მშვილდოსანი: თქვენი წარმატება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. იყავით დაკვირვებული, რომ არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას. კარგი იქნება, თუ თქვენს საქმეებში უცხოებს არ ჩაახედებთ.
თხის რქა: მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება დღის გეგმებიც და ცხოვრებაც შეგიცვალოთ. ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ შინ დროზე მიხვიდეთ და მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებთან ურთიერთობას.
მერწყული: წარსულში დატოვეთ ყველა ის უსიამოვნება, რასაც ვერ შველით და დაიწყეთ ახალი გზით სიარული. იფიქრეთ ახალ პროფესიაზე, პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
თევზები: თუ ვალდებულებებს თავს კარგად გაართმევთ, საღამოს მაღაზიებში გაისეირნეთ და რამე შეიძინეთ. ზოგადად, იყავით მომართული, რომ ხშირად ასიამოვნოთ საკუთარ თავს.