კურო
დღეს მხოლოდ ის ნივთები შეიძინეთ, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას ძვირად ღირებულ, ფუფუნების საგნებზე.
ტყუპი
კარგი დღეა განაწყენებულ მეგობრებთან შესარიგებლად. გამოიჩინეთ ინიციატივა, შეეხმიანეთ და ურთიერთობა აღადგინეთ. ოღონდ, ნუ ეცდებით, მტყუან-მართალის გარკვევას.
კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მოერიდეთ კამათს უფროსთან. ეცადეთ, დაძაბული სიტუაცია იუმორით განმუხტოთ.
ლომი
კარგი დღეა ფულის დასაბანდებლად. ახალ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად. ეცადეთ, გარშემო ერთგული და გამოცდილი ადამიანების ჯგუფი შემოიკრიბოთ.
ქალწული
მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის გულის გადაშლას. აგრეთვე, ნუ გაუშინაურდებით ახალგაცნობილებს. მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლების გამდიდრებასა და ”ოქროს გორებს” გპირდებიან.
სასწორი
რაც უფრო მარტივად შეხედავთ პრობლემებს, მით გაგიადვილდებათ მათი მოგვარება. იუმორით შეხედეთ ყოველივეს და ხშირად გაიღიმეთ.
მორიელი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების ნუსხა, რათა არაფერი გამოგრჩეთ და დროც დაზოგოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.
მშვილდოსანი
სანამ პარტნიორის გრძნობებში ეჭვს შეიტანდეთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვიეთ. ეცადეთ, თქვენი მხრივ გააუმჯობესოთ ურთიერთობა.
თხის რქა
დღეს მეტად გააზრებულად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ, რადგან მნიშვნელოვანი გაწყვეტილებების მიიღება მოგიწევთ.
მერწყული
მოერიდეთ ზედმეტი ემოციების გამოვლენას. აგრეთვე, თქვენი სუბიექტური აზრი თქვენთვის შეინახეთ. მშვიდად და წყნარად იმოქმედეთ და ნუ წამოეგებით პროვოკაციებს.
თევზები
კარგი დღეა ფანტაზიებისა და სურვილების რეალიზებისთვის. ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფებისთვის დახმარების თხოვნა, გახსოვდეთ, რომ დღეს დაწყებული საქმე მომავალში წარმატებას მოგიტანთ.