31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ გარშემო მყოფებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ გარშემო მყოფებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 16:45-ზე

დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.

ვერძი

ცუდი განწყობა სასიამოვნო საქმეებით და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით უნდა მოიშოროთ. არანაირი საფუძველი არ გაქვთ დეპრესიის, შეირგეთ დასვენების დღე და იხალისეთ.

კურო

ნებისმიერ ემოციურ აფეთქებას შეუძლია არა მხოლოდ შეარყიოს თქვენი ნერვული სისტემა, არამედ გამოგაცალოთ ძვირფასი ენერგია, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ სამუშაოსა და პირადი ცხოვრებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კონტროლი.

ტყუპი

დღევანდელი მოვლენები დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით მოახერხებთ საკუთარი თავის პოზიტიური განწყობისთვის მომზადებას.

კირჩხიბი

უმჯობესია უარი თქვათ ენერგიულ აქტივობაზე და დღე სახლში, მშვიდად გაატაროთ, დაუთმოთ ის დასვენებასა და სასიამოვნო აქტივობებს - მაგალითად, თქვენს ჰობის.

ლომი

ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი საყვარელი ადამიანების სიტყვებს: მათი მტკიცებები, თუნდაც ერთი შეხედვით, არანაირი საფუძველი არ ჰქონდეთ, გარკვეულ სიმართლეს შეიცავს, ამიტომ აზრი აქვს მათ მოსმენას.

ქალწული

გარშემო მყოფების - როგორც ნაცნობების, ასევე უცნობების - არამეგობრულ თავდასხმებზე არ უნდა რეაგირებდეთ: უმჯობესია, თავი ისე მოიჩვენოთ, თითქოს არ გსმენიათ, რა გითხრეს, ეს ყველასთვის უკეთესი იქნება.

სასწორი

დღეს არ უნდა ჩაერიოთ არანაირ კონფლიქტში: თქვენი თანდაყოლილი დიპლომატიურობის გათვალისწინებითაც კი, შეგიძლიათ უნებლიეთ ვინმეს გული ატკინოთ ან განაწყენდეთ და, შედეგად, აგრესიის სამიზნე გახდეთ.

მორიელი

დღევანდელი პრობლემებისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დასვენების დღის მიუხედავად, რაც შეიძლება დეტალური გეგმის შედგენა და მისი ყურადღებით დაცვა, მაშინ კონფლიქტებისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.

მშვილდოსანი

თუ გაწუხებთ, რომ ბოლო დროს ვერ აღწევთ სასურველ მიზანს, შედეგს, დღევანდელი დღის ენერგია და დრო მიმართეთ თქვენი სიზარმაცის წინააღმდეგ და შეძლებთ იმაზე მეტს, ვიდრე გინდოდათ.

თხის რქა

დღეს მთავარია, არ განაწყოთ საკუთარი თავი პრობლემებისთვის და მაშინ მათ მაგნიტივით არ მიიზიდავთ. სასურველია, დილიდან პოზიტივით დაიმუხტოთ და გაერთოთ.

მერწყული

დღეს მომხდარ ნებისმიერ კონფლიქტს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ გარშემო მყოფებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

თევზები

მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უარყოფით ემოციებს გიქმნიან, ასევე მათ, ვისაც ჭორიკანა და პრობლემური ადამიანების რეპუტაცია აქვს: მათთან საუბარს შეუძლია დიდი ხნით დაგაკარგვინოთ პოზიტიური განწყობა.