ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 11:12-ზე, მთვარე 11:13-ზე მორიელს ესტუმრება
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას.
ვერძი: მოგინდებათ პროექტებში დეტალურად გარკვევა. შეიძლება მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია. საქმიანი დიალოგისას დაიცავით ეტიკეტი და მოერიდეთ სპონტანურობას. მოგინდებათ მეტი დროის გატარება შინაურების გვერდით.
კურო: თუ რამე პირველ ჯერ არ გამოგივათ, გაითვალისწინეთ შეცდომები და მოემზადეთ გამარჯვებისთვის. ან უკეთესი იქნება, თუ ჯერ მსუბუქ საქმეებს, ვალდებულებებს შეასრულებთ. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი: ნუ გაუშინაურდებით ახალგაცნობილებს. აგრეთვე დისტანციის დაცვა გმართებთ კოლეგებთან. ნუ ჩაახედებთ მათ თქვენს საქმეებში. დაიცავით წესრიგი და სისტემურობა ყველა საქმეში.
კირჩხიბი: მოგინდებათ სტაბილურობა. ეს სამსახურსაც ეხება და საქმიან პარტნიორებთან დამოკიდებულებასაც. უფრო მეტიც, რომანტიკული ნაცნობისგან მოითხოვთ პასუხისმგებლობას და საიმედოობას.
ლომი: საქმიანი შეხვედრისას იყავით დაკვირვებული, ნუ მოცდებით არაფრისმომცემ პროექტებზე. უმჯობესია, მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ კონკრეტულ მიმდინარეობას. კარგი დღეა რჩევების, კონსულტაციების მისაღებად.
ქალწული: სასურველის მისაღწევად უნდა გააქტიურდეთ. ნუ გექნებათ განსაკუთრებულის მოლოდინი. უმჯობესია, მინიმალურ შედეგებს დასჯერდეთ. საწინააღმდეგო სქესის საქმიან პარტნიორთან მოსალოდნელია ფლირტი და მინიშნებები რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაზე.
სასწორი: მოერიდეთ ზედმეტობებს მუშაობაში, ურთიერთობაში, კვებაშიც კი, რამაც შეიძლება საფრთხე შეგიქმნათ. პესიმისტური განწყობისგან გასათავისუფლებლად საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
მორიელი: გარშემო მყოფების (კონკურენტებისაც) მიმართ სამართლიანი და ობიექტური უნდა იყოთ. თუ ხვდებით, რომ კონფლიქტი გარდაუვალია, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ნუ აჰყვებით ემოციებს. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის საჭირო ცნობების, ინფორმაციების მოძიებას.
მშვილდოსანი: საქმიანი შეხვედრების, პროექტების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების დღეა. მიმართეთ რჩევისთვის გამოცდილ მეგობრებს, სპეციალისტებს. თუ ხვდებით, რომ საქმეების მოგვარება მოლაპარაკებით გაგიჭირდებათ, მიმართეთ სასამართლოს.
თხის რქა: დღეს მაქსიმალური თავდაჭერა უნდა შეინარჩუნოთ, რათა არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და არ მიატოვოთ უკვე დაწყებული პროექტი. შეაფასეთ სიტუაცია ობიექტურად და ემოციებს აყოლილი ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.
მერწყული: არ გირჩევთ დამოკიდებულების გაფუჭებას საქმიან პარტნიორებთან. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. შეიძლება მოგინდეთ დამატებით სასწავლო კურსების გავლა, რათა მეტად დახელოვნდეთ თქვენს საქმიანობაში.
თევზები: არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან კამათს განსხვავებული მოსაზრების გამო. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და იყავით მეტად პრაგმატული. საყვარელ ადამიანთან იყავით გულახდილი. განსაკუთრებით, როცა საქმე რომანტიკული გრძნობების გამოხატვას ეხება.