31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სასიხარულო შეხვედრების დღეა. საინტერესო ადამიანები აღმოჩნდებიან თქვენ გარშემო და ყველა საქმის მოგვარებაში დაგეხმარებიან. თავგადასავალი გელით მგზავრობისას.

ტყუპი

მეგობრისგან მოულოდნელი საჩუქარი ან მატერიალური მხარდაჭერა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ზოგიერთს მსხვილი მოგება ელის. ეცადეთ, მალევე არ გაფლანგოთ ფული.

კირჩხიბი

გარშემო მყოფებში თქვენს ავტორიტეტს აიმაღლებთ. წარმატებული დღე გელით, ხშირად გაგიმართლებთ. თუმცა, გაფრთხილდით, შეიძლება "ჩავარდეთ" იქ, სადაც თავდაჯერებული იყავით.

ლომი

მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განათლება, პოლიტიკური კარიერა, მოგზაურობა. ემოციებს აყოლილი მგზავრობას ნუ დაგეგმავთ.

ქალწული

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. შეიძლება სამომავლო, გრანდიოზული გეგმები შეადგინოთ.

სასწორი

საინტერესო შემოთავაზებებს, ცვლილებების დღე გელით. იყავით მეტად ორიგინალური და ნუ მოგერიდებათ გარისკვის.

მორიელი

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ძველების დასასრულებლად. სიახლეები ელით რომანტიკოსებს, მოგზაურებს. საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ გავლენიანი ადამიანისგან.

მშვილდოსანი

სტრესულ სიტუციაშიც კი არ უნდა დაკარგოთ საკუთარი თავი. დაკვირვებულად იმოქმედეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. გაგიუმჯობესდებათ ინტიმური ცხოვრება, პოლიტიკური და ოჯახური ურთიერთობები.

თხის რქა

მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით და ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად. ექსცენტრიკული ნიშნები შეიძლება თავით გადაეშვან რომანტიკულ ურთიერთობებში.

მერწყული

დაგროვილ საქმეებთან გამკლავებაში პოზიტივი და ენერგიულობა დაგეხმარებათ. ეცადეთ, კარგად გაერკვეთ უცხო გარემოში. შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს მოგზაურს, უცხოელს.

თევზები

წარმატებული დღე გელით და აღარ იწუწუნოთ იღბალზე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მცირე ავანტიურა და რომანტიკული თავგადასავალი დასაშვებია.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით