31 აგვისტოს დაბადებულ ადამიანს უყვარს მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა

31 აგვისტოს დაბადებულ ადამიანს უყვარს მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა

აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი კი მას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 311 რიცხვით გადის. ძველად ამბობდნენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

  • როგორია 31 აგვისტოს დაბადებული ადამიანი

31 აგვისტოს დაბადებული ადამიანები ეპატაჟურები და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული ინდივიდები არიან. მათ უყვართ მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და ყოველთვის ახერხებენ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. თუმცა, თვისება გარშემო ადამიანები არცთუ ტაქტიანად აკრიტიკონ, ხშირად ხდება მათთვის პრობლემების სათავე. სასურველია, რომ ამ ხალხმა ისწავლოს ტონის შერბილება და საკუთარი შეცდომების დანახვა და შემდეგ უკვე აღიარება!