კურო
ემოციურად დაძაბული დღე გელით. იყავით თავდაჭერილი და ფრთხილი. მოერიდეთ კონფლიქტებს. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, რათა დღესასწაულს მოწესრიგებული შეხვდეთ. უმჯობესია, ახალი წლის მობრძანება შინ, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნოთ.
ტყუპი
გადახედეთ განვლილ წელს და თუ ვინმესთან განშორება გაწუხებთ, შეეხმიანეთ, შემოირიგეთ. ნუ დაკარგავთ იმათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ახლობლების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. პარტნიორთან ურთიერთობაში მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას.
კირჩხიბი
დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, მოიკითხეთ ყველა ახლობელი. სახლს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. არავის ეჩხუბოთ. გაანალიზეთ განვლილი წელი, დაემშვიდობეთ ყველა ძველ საქმესა და ადამიანს, ვინც გაფერხებთ წინსვლაში. მომავალი წელი სერიოზული გეგმების და იდეების განხორციელებას გპირდებათ.
ლომი
მილოცვები სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. თუმცა, ძველი მეგობრების, პარტნიორების მილოცვებმა შეიძლება სულიერი სიმშვიდე დაგირღვიოთ. იცხოვრეთ პრინციპით: "ძველი უკეთესით შეიცვლება". უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ადამიანს, რომელიც დახმარებას გთხოვთ. იყავით კონტაქტური.
ქალწული
დღეს დაფიქრება გმართებთ: ვის ან რას გადაიყოლებთ მომავალ წელს და ვის დატოვებთ 2013–ში. მოერიდეთ დანაპირებების გაცემას. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გირჩევთ. ნურც ახალნაცნობობას გაასერიოზულებთ.
სასწორი
წლის ბოლო დღეც კი საქმეებით დატვირთული გექნებათ. სამსახურის საქმეებიც უნდა მოაგვაროთ, საოჯახოც და პირადიც. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. ხალხმრავლობას და შუშხუნებს. ახალი წლის ღამეს კი – თავგადასავლებს.
მორიელი
თუ განვლილ დღეებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ არც ისე ცუდადაა ყველაფერი. წლის ბოლო დღეს ცხოვრებიდან შეიძლება რაღაცების, ვიღაცების ამოშლამ მოგიწიოთ, მაგრამ ძალიან მალე მათ ადგილს უკეთესები დაიკავებენ. მოიკითხეთ ყველა ახლობელი. ახალი წლის ღამეს კი სურვილის ჩაფიქრება არ დაგავიწყდეთ.
მშვილდოსანი
ახლობლების მიმართ მეტი ყურადღეება გმართებთ. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, დასვენებისთვის. საყვარელი ადამიანები საჩუქრებით გაანებივრეთ. დღესასწაული რომ არ გაიფუჭოთ, კარგად შეარჩიეთ ადგილი და ადამიანები, ვისთან ერთადაც იმხიარულებთ.
თხის რქა
გრძნობები და ემოციები მოზღვავებული გაქვთ. შეიძლება, ძალები მოიკრიბოთ და უმნიშვნელო მოკითხვა სერიოზულ საუბარში გადაზარდოთ; მოაწესრიგოთ როგორც პირადი საკითხები, ასევე სამსახურებრივი საქმეები.
მერწყული
მოემზადეთ სირთულებისთვის. განსაკუთრებით ისინი, ვინც ყველა საქმე წლის ბოლო დღისთვის მოიტოვა. მოერიდეთ საქმეებისა და ურთიერთობების გარჩევას. ნურავის დაელოდებით და პირველმა მიულოცეთ ახალი წელი ყველას, ვისაც უყვარხართ და გაფასებთ.
თევზები
მეტი იმუშავეთ და ნაკლები იკამათეთ. მოერიდეთ ხმაურსა და არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. უმჯობესია, ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდეთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, საინტერესო აღმოჩენები და ამბები.