ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:37-ზე, მთვარე სასწორშია
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა. კარგია კბილებზე მკურნალობა. დღეს იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
ვერძი
ფრთხილად იყავით პარტნიორებთან, მეუღლეებთან, ახლო მეგობრებთან ან თუნდაც ფართო საზოგადოების წევრებთან საუბრისას შესაძლოა იყოს უხერხული მომენტები. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, მიმდინარე საკითხების განსახილველად.
კურო
იყავით მომთმენი გარშემო მყოფებთან, რადგან დღეს ადამიანები ცოტა აგრესიულები არიან. იყავით ყურადღებით თქვენი ან თქვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დღეს შეგიძლიათ პრობლემის ან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა.
ტყუპი
დღეს მშობლებმა უნდა გამოიჩინოთ მოთმინება ბავშვებთან ურთიერთობისას. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული სპორტული აქტიურობისას ან სხვებთან ურთიერთობისას. დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, მშვიდად მიიღეთ ცვლილებები. თქვენი მიზანია დღე სასიამოვნოდ გაატაროთ.
კირჩხიბი
დღეს შესაძლოა ოჯახში უთანხმოება ან კამათი წარმოიშვას ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობის გამო. გააკეთეთ ყველაფერი, რათა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ოჯახური ჰარმონია. დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება. საღამოს მოიკითხეთ დიდი ხნის უნახავი ახლობლები.
ლომი
შესაძლოა ცხარე დისკუსია გქონდეთ გარშემო მყოფებთან, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებით. დაფიქრდით და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ყოველთვის მართალი თქვენ არ უნდა იყოთ. ეცადეთ, ბედნიერი და ჰარმონიული დღე გქონდეთ!
ქალწული
დღეს შესაძლოა ფულის გამო უსიამოვნება მოხდეს. ხარჯი შეიძლება ეხებოდეს ბავშვების მოვლის, აღზრდის ხარჯებს, დასვენებას ან ხელოვნებას. ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ ფინანსური საკითხი. საღამოს მოიმატებს კომუნიკაბელურობა.
სასწორი
მთვარე უკვე მეორე დღეა თქვენს ნიშანშია, მაგრამ ეწინააღმდეგება ცეცხლოვან მარსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წვრილმანი კამათი და გაღიზიანება გარშემო მყოფებთან მიმართებაში. შესაძლოა მიიზიდოთ ადამიანები, რომლებსაც სურთ თქვენი გაკრიტიკება ან კამათი, ფრთხილად იყავით.
მორიელი
დღეს კარგი იქნება მცირე ხნით მაინც განმარტოება. დაისვენებთ და ზოგიერთ ადამიანთან შეამცირებთ კომუნიკაციას. სასურველია ფოკუსირება მოახდინოთ სახლსა და ოჯახზე. შესაძლოა დღეს მეტად იზრუნოთ მშობლებზე. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ერთად ჰარმონიულად იყოთ.
მშვილდოსანი
სპორტული შეჯიბრება და ნებისმიერი შეჯიბრი, რომელიც მოიცავს ფიზიკურ აქტივობას, დღეს სიფრთხილეს მოითხოვს. ანალოგიურად, ფრთხილად უნდა იყოთ, რათა არ ჩაერთოთ კამათში მეგობართან ან ჯგუფის წევრთან. ზოგჯერ უმჯობესია გაატაროთ ყველაფერი, რომ მშვიდობა შეინარჩუნოთ.
თხის რქა
მოერიდეთ ავტორიტეტებთან - მშობლებთან, უფროსებთან, მასწავლებლებთან და პოლიციასთან უსიამოვნო შეკამათებას. თუ ამ ადამიანებს დაუპირისპირდებით, შეიძლება სწრაფად ინანოთ, რადგან დღეს ყველა მზადაა კამათისთვის! რატომ ანგრევთ საკუთარ სიმშვიდეს? იყავით დიპლომატიური და ჰარმონიული.
მერწყული
გარშემო მყოფებთან მოერიდეთ საკამათო თემებს, როგორიცაა პოლიტიკა, რელიგია, რასობრივი საკითხები და გამოწვევები საზოგადოებაში, რადგან ისინი სწრაფად გადაიქცევა კამათებსა და შეტაკებებში. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების განხილვას და მოგვარებას.
თევზები
შეიძლება შეგექმნათ სირთულეები პარტნიორთან ან ახლო მეგობართან საერთო საკუთრების, მემკვიდრეობის, გადასახადების, ვალის ან საერთო პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით. დაფიქრდით, იქნებ საზღვრები და ვალდებულებები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული? იციან სხვებმა რას ელით მათგან? ან იცით რას ელიან ისინი თქვენგან?