31 ივლისი, კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:04-ზე, მთვარე ქალწულშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, პაემნისთვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
ვერძი: დილით გამოიძინეთ. დღის განმავლობაში საქმეები ისე დაგეგმეთ, რომ მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
კურო: მეგობრებთან ერთად დროის მხიარულად გატარება გელოდებათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი და ორგანიზატორული ნიჭი.
ტყუპი: იყავით მეტად დისციპლინირებული. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ბავშვებს ან მგზავრობის მარშრუტის დაგეგმვას. საღამოს ჩაერთეთ გასართობ ღონისძიებაში.
კირჩხიბი: მოგინდებათ ლამაზი ნივთების შეძენა, გემრიელი კერძების დაგემოვნება. დაისვენეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში. გაანებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანი მზრუნველობით.
ლომი: დღეს საკუთარ თავს სიამოვნების მიღებაზე უარს ნუ ეტყვით. მიიღებთ ძვირფას საჩუქრებს, სიურპრიზებს. თავადაც მოგიწევთ ფულის ფლანგვა.
ქალწული: დასვენების და სასიამოვნო საქმეების შესრულების დღეა. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
სასწორი: სასიამოვნო სიახლების დღეა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. შეიძლება უჩვეულო საქმიანობაში მოსინჯით საკუთარი შესაძლებლობები. ამასთან, არ გირჩევთ ფულის ფლანგვას.
მორიელიდროც გაქვთ და მატერიალური შესაძლებლობაც, რომ დღეს საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ. სურვილების ასრულებისთვის მოემზადეთ.
მშვილდოსანი: მოგინდებათ საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. დაფიქრდით, რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი მიზნის განხორციელებაში და დაიწყეთ მისი გამოსწორება.
თხის რქა: თქვენს ხასიათში მოიმატებს ოპტიმიზმი, იუმორი. დღეს სახლშიც და სამსახურშიც საქმეებს საუკეთესო სპეციალისტზე უკეთ გააკეთებთ.
მერწყული: შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. საყვარელი ადამიანი ყველა საქმიანობაში დაგეხმარებათ. იყავით მეტად რომანტიკული.
თევზები: დღევანდელი დღე საინტერესოდ უნდა გაატაროთ. დაგეგმეთ მეგობრებთან ერთად გართობა, ქალაქგარეთ გამგზავრება, რომანტიკული პაემანი.