31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს კარგ შედეგებს მიაღწევთ. საღამოს მოერიდეთ საყიდლებს, მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მგზავრობას. აგრეთვე, გარშემო მყოფებსა და მეგობრებსაც კი ნუ ენდობით სიტყვაზე.

ტყუპი

დღის პირველ ნახევარში მეტად დაისვენეთ. არ შეასრულოთ დამღლელი სამუშაო. შეეცადეთ, არ გაებათ მტრების მიერ გაბმულ ხაფანგში. ძილის წინ განმარტოვდით, საინტერესო წიგნს ჩაუჯექით ან მუსიკას მოუსმინეთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, მომავლის დასაგეგმავად. არ გადაუშალოთ გული ახლობლებსაც კი. პირადი პრობლემები ფურცელზე გადაიტანეთ. განტვირთვაში მუსიკა დაგეხმარებათ.

ლომი

ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და მოერიდეთ დიდ ხარჯს.

ქალწული

კარგი დღეა საზღვარგარეთელ კოლეგებთან კონტაქტების დასამყარებლად, მაგრამ, ამავე დროს, ნუ გასცემთ ტყუილ დაპირებებს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

სასწორი

ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.

მორიელი

თამამად შეგიძლიათ ენდოთ თანამოაზრებს. საღამოს გაფრთხილდით, არ მოგატყუოთ სხვამ და არ გახდეთ საკუთარი ფანტაზიის მსხვერპლი.

მშვილდოსანი

კარგი იქნება სიზარმაცეს თუ დაამარცხებთ და საქმეს შეუდგებით.

თხის რქა

არ ენდოთ ჭორებს. აგრეთვე, ნუ გაამხელთ საკუთარ იდეებს. წარმატებას დამოუკიდებლად, სხვათა დაუხმარებლად მიაღწევთ.

მერწყული

არ შეეჭიდოთ რთულ საქმეებს. განსაკუთრებით გაუმართლებთ დასასვენებლად მყოფ და შემოქმედებით მერწყულებს. მოერიდეთ ფულზე თამაშსა და ფინანსურ მაქინაციებს.

თევზები

კარგი დღეა მოდუნებისა და დასვენებისთვის. შეძლებისდაგვარად გამოიძინეთ. დღეს შეიძლება ისეთი ინფორმაცია მიიღოთ, რაც თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით