31 ივლისს დაბადებული ადამიანი გარშემო მყოფებს ჯეროვან ყურადღებას აღარ აქცევს

31 ივლისს დაბადებული ადამიანი გარშემო მყოფებს ჯეროვან ყურადღებას აღარ აქცევს

ივლისის თვე, დანარჩენი თერთმეტი თვისგან საკუთარი კლიმატური მახასიათებლებით გამოირჩევა, იგი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. ამასთან ერთად, ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 3131 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.

  • როგორია 31 ივლისს დაბადებული ადამიანი

31 ივლისს დაბადებული ადამიანები ექსპრესიულები და უზომოდ ფიცხები არიან. მათ მოსწონთ სხვადასხვა ტიპის ხალხთან კონტაქტი და დიდი ინტერესით ეუფლებიან ისეთ სფეროებს, როგორიცაა იოგა, ფსიქოლოგია, ასტროლოგია და ა.შ. მათი ნაკლი არის ის, რომ ხშირად ზედმეტად გაიტაცებთ ხოლმე რაიმე სფეროს შესწავლა, რის გამოც ამ დროს გარშემო მყოფებს ჯეროვან ყურადღებას აღარ აქცევენ. კარგი იქნება, თუ ინტელექტუალური დონის ამაღლებასთან ერთად, საყვარელ ადამიანებზე მეტ ზრუნვასაც ისწავლიან ისინი.