31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:51-ზე, მთვარე თევზებში

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.

ვერძი

შეეცადეთ დაძლიოთ თქვენი გაღიზიანება და ცუდი განწყობა. დღეს გიუჭირთ სხვებთან საერთო ენის გამონახვა. ვარსკვლავები გირჩევენ ამ დღეს გადადოთ მოგზაურობები. იყავით ყურადღებიანი მცირე დეტალების მიმართ.

კურო

მოგინდებათ დასვენება და გართობა, მაგრამ სამუშაო მოსვენებას არ მოგცემთ. უნდა გამოავლინოთ ნებისყოფა. თუ მოინდომებთ, დღე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. მოსალოდნელია გარკვეული ფინანსური სირთულეები. გადადეთ დიდი შესყიდვები და აკონტროლეთ თქვენი ხარჯები.

ტყუპი

სტრესული დღეა გაძლიერებული ემოციური ფონით. გაგიჭირდებათ მეგობრული და მშვიდი მდგომარეობის შენარჩუნება, მოსალოდნელია ჩხუბი და უსიამოვნო სიტუაციები. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ იცნობთ. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო გარემოში.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოვლენების ზანტად განვითარებამ გაიძულოთ აჩქარება, მაგრამ ვარსკვლავები არ გირჩევენ ამის გაკეთებას. ძველი მეგობრები ან ყოფილი კოლეგები შეიძლება გამოგადგეთ, მიმართეთ მათ დახმარებისთვის. ნუ იქნები გულწრფელი სხვებთან, არ გაუზიაროთ მათ კონფიდენციალური ინფორმაცია.

ლომი

დღეს ადვილად გეწყინებათ, ნებისმიერმა უხეშმა სიტყვამ შეიძლება გული გატკინოთ. ადვილი არ იქნება მოლაპარაკება, საქმიანი შეხვედრების გამართვა და პარტნიორებთან შეთანხმებების მიღწევა. 31 მაისს გირჩევთ ინდივიდუალურ სამუშაოზე კონცენტრირების და ნაკლებ კომუნიკაციას. შესაძლოა ფინანსური შემოსავალი.

ქალწული

ის საკითხები, რომლებსაც ბოლო დროს გულმოდგინედ აგვარებდით, დღეს წარმატებით შეიძლება მოგვარდეს. წარმატებული იქნება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები: იპოვით ახალ თანამოაზრეებს და მიიღებთ კარგ შეთავაზებებს თანამშრომლობისთვის. საღამოს მოიწვიეთ თქვენი პარტნიორი პაემანზე.

სასწორი

ბიზნესსფეროში საკმაოდ კარგი დღეა. შეგიძლიათ მიაღწიოთ პროგრესს ზოგიერთ ძველ საქმეში, სწრაფად მოაგვაროთ რთული პრობლემები. არის მომგებიანი ფინანსური გარიგების დადების შანსი. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგად მიდის. თუ ნაჩხუბარი ხართ, შეძლებთ კომპრომისის პოვნას და მშვიდობის დამყარებას.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მოულოდნელი პრობლემები, შეფერხებები და შეცდომები. ვარსკვლავები გირჩევენ გამოავლინოთ მეტი სიფრთხილე, არ იჩქაროთ და ყურადღებით გაითვალისწინოთ თქვენი ყოველი ნაბიჯი. შუადღის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდება. საღამოს შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა.

მშვილდოსანი

მაღალი ეფექტურობა და კრეატიული მიდგომა დაგეხმარებათ გაატაროთ დღე ნაყოფიერად და წარმატებულად საქმიანი თვალსაზრისით. შეგიძლიათ ახალი პარტნიორების მოძებნა, კარგი შეთავაზების მიღება ან მომგებიანი გარიგების დადება. არის შანსი, რომ სამუშაოს იმაზე მეტი დრო დაუთმოთ, ვიდრე დაგეგმეთ.

თხის რქა

დღეს შეგიძლიათ სრულად აჩვენოთ თქვენი დიპლომატიური თვისებები, დადოთ შეთანხმება თქვენთვის ოპტიმალურ პირობებზე და დაარწმუნოთ თქვენი ოპონენტი, რომ მართალი ხართ. შეძლებთ ცუდი ურთიერთობების აღდგენას, საყვარელ ადამიანებთან მშვიდობის დამყარებას და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას.

მერწყული

ზოგიერთი მიიღებთ წინადადებებს, რაც თქვენს ცხოვრებაში ან კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისზე მიანიშნებს. 31 მაისს შეგიძლიათ დაეხმაროთ საყვარელ ადამიანებს და უსასყიდლოდ შეასრულოთ მნიშვნელოვანი, სასარგებლო სამუშაო. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, რომ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

თევზები

კარგი დღეა სამუშაოსთვის, ახალი კავშირების დასამყარებლად. შეიძლება იყოს მცირე პრობლემები და შეფერხებები, რომელთა მოგვარებაც მარტივად შეგიძლიათ. ეცადეთ იყოთ უფრო მოსიყვარულე ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას: თქვენმა სარკაზმმა შეიძლება შეურაცხყოთ ისინი. საღამოს შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება.