31 მაისს დაბადებული ადამიანი სენტიმენტალური და მეოცნებეა

31 მაისს დაბადებული ადამიანი სენტიმენტალური და მეოცნებეა

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

  • როგორია 31 მაისს დაბადებული ადამიანი

31 მაისს დაბადებული ადამიანები გარეგნული სიტლანქისა და პირქუშობის მიუხედავად, შინაგანად ძალიან სათუთი და კეთილი ბუნების პიროვნებები არიან. სენტიმენტალურებს და მეოცნებეებს, ვიზუალური თავდაჯერებულობის ნიღაბი კი, საკუთარი კომპლექსების დასამალად სჭირდებათ.