31 ოქტომბერი, მთვარე თევზებშია: ადამიანები განიცდიან გაზრდილ სენტიმენტალურობას, ემოციურობას, მგრძნობელობას

31 ოქტომბერი, მთვარე თევზებშია: ადამიანები განიცდიან გაზრდილ სენტიმენტალურობას, ემოციურობას, მგრძნობელობას

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 16:20-ზე, მთვარე თევზებში გადავა 15:40

ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება.

რეკომენდებულია: იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ.

არ არის რეკომენდებული: ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე.

ჯანმრთელობა: ხერხემალი აქტიურია.

კვება: დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.

მოგზაურობა: თუ გრძნობთ, რომ ენერგიით ხართ გადატვირთული, მაშინ თავისუფლად წადით სამოგზაუროდ, ლაშქრობაში.

ურთიერთობები: დღე ხელსაყრელად დასაოჯახებლად. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.

დღის მინერალები: ცეცხლოვანი ოპალი, ჰემატიტი, კარნელიანი.

  • მთვარე თევზებშია

დასვენების, რომანტიკის და შემოქმედების დღეა. ალკოჰოლს, ყავას და მედიკამენტებს აქვს ძლიერი ეფექტი და უმჯობესია მოერიდოთ. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის, სპონსორების მოსაძებნად და საქველმოქმედო აქტივობებისთვის. ადამიანები განიცდიან გაზრდილ სენტიმენტალურობას, ემოციურობას, მგრძნობელობას. ინტუიცია გამძაფრებულია.

აქტიური ორგანოებია: ფეხები, თითები, ნერვული სისტემა.

კვება: ვლინდება ნახშირწყლების საუკეთესო თვისებები, რაც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სასარგებლოა პურის, ფუნთუშების ჭამა (თუ წონაში მატებისკენ არ გაქვთ მიდრეკილება)

საოჯახო საქმეები: გახალისეთ ინტერიერი. კარგია: რეცხვა, ზედაპირებისა და იატაკის გასუფთავება. არ დაგავიწყდეთ ყვავილების მორწყვა.

კოსმეტიკური პროცედურები: არ არის საუკეთესო დღე თმის შეჭრის ან შეღებვისთვის; სახის ნიღბების გასაკეთებლად და კანის გაწმენდისთვის.