31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მის მისაღწევად. ეცადეთ, ემოციებმა (განსაკუთრებით ქალ კუროებს) ხელი არ შეგიშალოთ საქმეების მოგვარებაში. საღამოს გართობის ნაცვლად მუშაობა მოგიწევთ.

ტყუპი

ყველა უსიამოვნება დიპლომატიურად მოაგვარეთ. თუ რომანტიკულ გრძნობაზე მყოფი მარტოხელა ტყუპი საღამოს პარტნიორის საძებნელად გაემართებით, ათასჯერ დაფიქრდით, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. კარგი დღეა შემოქმედებით საქმიანობისთვის.

კირჩხიბი

ნუ გაამწვავებთ კონფლიქტს მანდილოსანთან. მოერიდეთ ნივთების შეძენას უჩვეულო ადგილებში. მეტი ყურადღება დაუთმეთ სამუშაოს; ნაკლები – გართობას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ლომი

დღეს ყველაფრის შეძენა მოგინდებათ, მაგრამ მსხვილი ხარჯისგან თავი შეიკავეთ. საკუთარ თავს მხოლოდ ტკბილეულზე ნუ ეტყვით უარს. მოსალოდნელია შეფერხება კომპიუტერთან მუშაობისას. პრობლემა ელექტროობასთან.

ქალწული

ნუ იქნებით ზედმეტად ჭირვეული. ყველაფერი მოგვარებადია. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. მოსალოდნელია მცირე გაუმართაობა ქსელურ კავშირში.

სასწორი

სხვების გამო ნუ ინერვიულებთ. საკუთარი პრობლემებიც მოსაგვარებელი გაქვთ. ნუ წახვალთ ადამიანის ან კოლექტივის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი გადაწვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით.

მორიელი

კარგი დღე გელით, თუ მცირე უსიამოვნებებს დიდ მნიშვნელობას არ მიანიჭებთ. დღეს საშუალება მოგეცემათ გამოსცადოთ საყვარელი ადამიანი.

მშვილდოსანი

დღე პოზიტიურად დაიწყეთ. ნუ ჭირვეულობთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. კარგი დღეა ახალი მეგობრების შესაძენად. ცხოვრების შესაცვლელად. ისეთი ნივთებისა და ურთიერთობისგან გასათავისუფლებლად, რაც გაფერხებთ.

თხის რქა

ყველაფრის შეცვლა და ცხოვრების თავიდან დაწყება მოგინდებათ, მაგრამ გრანდიოზულ ცვლილებებს არ გირჩევთ. მეტი დრო დაუთმეთ განათლებას. არ დაარღვიოთ ძილის რეჟიმი.

მერწყული

უსიამოვნებები რომ არ შეგემთხვეთ, თქვენთვის უცხო საქმიანობაში ნუ ჩაერევით. დღე ჩვეული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თევზები

ყველა უსიამოვნება დიპლომატიურად მოაგვარეთ. ნუ დათანხმდებით მცირეს, თუ ხვდებით, რომ უფრო მეტს იმსახურებთ. მზად იყავით, ზოგიერთი საკითხის მოგვარებამ შეიძლება სასამართლოში მოგიწიოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით