4-10 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ურთიერთობებში შეიძლება იყოს ცრუ მოლოდინები და იმედგაცრუებები

4-10 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ურთიერთობებში შეიძლება იყოს ცრუ მოლოდინები და იმედგაცრუებები

კვირის მთავარი მოვლენაა სავსემთვარეობა მერწყულში, თუმცა არანაკლები მნიშვნელობისაა მარსის გადასვლა სასწორში. ვნახოთ რა გველოდება 4-10 აგვისტოს პერიოდში და როგორ უნდა მოვიქცეთ.

7 აგვისტოს, მარსი გადავა სასწორში. ამ დღიდან მოქმედების ენერგია რბილდება, ჩნდება დიპლომატია, თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის დამყარების სურვილი. მარსი, რომელიც ტრადიციულად მოქმედებასთან, აგრესიასთან და მონდომებასთან ასოცირდება, სასწორში ყოფნის დროს აგრესიულობას არბილებს. ამ პერიოდში უფრო იოლია შუალედური პოზიციის პოვნა, რადგან ადამიანები უფრო მზად არიან დათანხმდნენ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, უფრო მეტ მზადყოფნას ავლენენ ურთიერთქმედებისთვის, ამიტომ ბევრი რთული საკითხი წარმატებით წყდება. ურთიერთობებში სამართლიანობისა და პატიოსნების სურვილი ძლიერი იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მშვიდობის დამყარებისადმი გადაჭარბებულმა ვნებამ შეიძლება გადაწყვეტილების მიღების შეფერხება გამოიწვიოს.

8-დან 10 აგვისტომდე მარსი ოპოზიციაშია რეტროგრადულ სატურნთან და რეტროგრადულ ნეპტუნთან, თუმცა კარგ პოზიციაშია რეტროგრადულ პლუტონთან და ურანთან. ეს იქნება დაძაბულობისა და დაბნეულობის დრო. განსაკუთრებით ვალდებულებებისა და პირადი ძალისხმევის საკითხებში. შესაძლოა, შეზღუდვების წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს მიზნებისა და ქმედებების მიმართ. ურთიერთობებში შეიძლება იყოს ცრუ მოლოდინები და იმედგაცრუებები, რაც მოითხოვს ჩვენი მიზნებისა და განზრახვების გადახედვას.

9 აგვისტოს 11:55-ზე სავსემთვარეობა გველოდება მერწყულში. მთვარის ენერგიას მოაქვს გათავისუფლების სურვილი. ის აქტიურად უწყობს ხელს ჩვენს პიროვნულ ზრდას და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ემოციები ბობოქრობს, მაგრამ ყურადღება გადატანილია მომავალზე, ტექნოლოგიებზე. შესაძლოა, მივხვდეთ, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული ჯგუფის, სოციუმის მოწონებაზე ან გვეშინია ჩვენი ინდივიდუალობის გამოხატვის. ეს გავლენას მოახდენს ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს აღქმაზე.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!