ავტორი:

4-10 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

4-10 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

სიახლეების დროა! მუშაობისას არ გირჩევთ აჩქარებას, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული ინსტრუმენტებთან, ტექნიკასთან მუშაობისას.

კურო

ნებისმიერ საკითხს იოლად მოაგვარებთ. მშვიდად და დაკვირვებულად აკეთეთ თქვენი საქმე და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებს. არ გაამხილოთ თქვენი საქმიანობის, პირადი ცხოვრების დეტალები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეზობლებთან, და-ძმებთან.

ტყუპი

აქტიური და ენერგიული ხართ. დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება, ჩაერთეთ საინტერესო პროექტებში. მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებაზე იქნებით ორიენტირებული და შეიძლება შემოსავლის დამატებით წყარო გამოგიჩნდეთ ან შეიძლება ფული ჰობიმ მოგიტანოთ.

კირჩხიბი

ყურადღების ცენტრში ხართ. იყავით მიზანმიმართული და მოწადინებული ცხოვრების ყველა სფეროს გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. უქმეებზე დაგეგმეთ ოჯახური წვეულება. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ახლობლებთან.

ლომი

მცოდნე ადამიანები შემოიკრიბეთ და საინტერესო პროექტების განხორციელებას შეუდექით. ახალი იდეები და ამბები მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაუზიარეთ. უქმეებზე მოგინდებათ ეზოტერიკულ სფეროში გარკვევა, ისტორიულ-მისტიკური ადგილების მონახულება.

ქალწული

თანამოაზრეებთან ერთად მოქმედებისთვის მოემზადეთ; კოლექტივში უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე დამოუკიდებლად. იყავით დაკვირვებული და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. კარგი იქნება შინ მეტი კომფორტის შექმნა, უქმეებზე მეგობრების გამასპინძლება.

სასწორი

ცოდნის მიღების, გარშემო მყოფებში დაფასების მოპოვების, კარიერული წინსვლის კვირაა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება თანამდებობის პირებთან. რთულ მიზნებსაც კი იოლად მიაღწევთ. მთვარია, მოინდომოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ.

მორიელი

მოიმატებს ენერგიულობა და სითამამე. მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არ გაგიჭირდებათ დასახული მიზნების განხორციელება. იყავით სამართლიანი. ამ კვირაში თქვენი მმართველი პლანეტები ცუდად უპირისპირდებიან ერთმანეთს და მოერიდეთ აგრესიულობას. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას.

მშვილდოსანი

დაკვირვებით განიხილეთ ყველა ახალი შემოთავაზება; ფრთხილად შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში ახალი პარტნიორი - სასიყვარულოც და საქმიანიც. კარგი იქნება, თუ მოერიდებით სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, რისკს. მიიღებთ მატერიალურ სარგებელს. უქმეებზე მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ შემეცნებით-გასართობი ტური.

თხის რქა

დაგეგმეთ თითოეული დღე. იყავით მეტად ორგანიზებული საქმეების მოგვარებისას, პარტნიორული შეხვედრების დროს. მოგემატებათ ვალდებულება, მოგინდებათ დამატებითი შემოსავლის მოძიება. საუკეთესო კვირაა ფინანსური და ფორმალური საკითხების მოსაგვარებლად.

მერწყული

საქმიანობაში მოგინდებათ სიახლეები და ექსპერიმენტები. საკუთარ გამოცდილებსა და ცოდნაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. სამსახურში ან სახლში გამოგიჩნდებათ ახალი დამხმარე. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის, კვების რეჟიმი.

თევზები

ჩაეწერეთ სასწავლო ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, მიიღეთ ცოდნა, რაც მომავალში უკეთესი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მოიმატებს აზარტულობა და თავგადასავლების სურვილი. იზრუნეთ ჰარმონიული გარემოს შექმნაზე სახლში, საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელით.