მთვარე ტყუპში გადავა 4 ივნისს 12:38-ზე და დარჩება 7 ივნისის 16:45-მდე
აქტიურია ჰაერის სტიქია.
სახლში შეგიძლიათ კომუნიკაციის საშუალებები დააყენოთ.
მსუბუქი საქმეები შეასრულოთ.
გაანიავეთ შენობა.
გაწმინდეთ კონდიციონერი, ჰაერის გამასუფთავებელი.
კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა.
მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი.
მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
კარგია სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია.
შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.
შეგიძლიათ ებრძოლოთ მავნებლებს, მცენარეებს შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე.