4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: დღეს თაღლითები უფრო აქტიურდებიან

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: დღეს თაღლითები უფრო აქტიურდებიან

ორშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 19:02-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად.

ვერძი

დღეს ყველაზე დამანგრეველი გრძნობა თვითშეცოდებაა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების გართულება და ხანგრძლივი დეპრესიაც კი.

კურო

დღეს თავად უნდა დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში ხშირად გჭირდებათ ნაკლები საუბარი და მეტი მოსმენა: დაუდევარმა განცხადებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

ტყუპი

არ უნდა ენდოთ უცნობების ან - განსაკუთრებით! - იმ ადამიანების სიტყვას, რომლებიც ფინანსურ დახმარებას გთხოვენ: დღეს თაღლითები უფრო აქტიურდებიან - იოლად გახდებით მათი მსხვერპლი.

კირჩხიბი

დღის ენერგია რაც შეიძლება ეკონომიურად უნდა დახარჯოთ - მხოლოდ მნიშვნელოვან პროფესიულ პროექტებზე, უმნიშვნელო წვრილმანებზე დროის დაკარგვის გარეშე.

ლომი

ნუ მოგერიდებათ თქვენთვის დამახასიათებელი სიკეთისა და თანაგრძნობის გამოხატვა. გარშემომყოფები მათ სისუსტედ არ ჩათვლიან, პირიქით, კიდევ უფრო მეტად პატივს გცემენ თქვენი თანდაყოლილი ადამიანური თვისებების გამო.

ქალწული

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს უმჯობესია, საყვარელ ადამიანებთან გარკვეულ დისტანცია გქონდეთ, ამგვარად შეძლებთ მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას უაზრო სისულელეებზე ჩხუბის გარეშე.

სასწორი

იშვიათად ღიზიანდებით, მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევა დაუვიწყარი ხდება თქვენი გარშემო მყოფებისთვის: თუ დღეს თავს ვერ შეიკავებთ, რისკავთ არა მხოლოდ მათთან ჩხუბს, არამედ სერიოზული მტრების გაჩენასაც.

მორიელი

დღეს თქვენ ნამდვილი მისაბაძი მაგალითი იქნებით მეგობრებისა და ნაცნობებისთვის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხალხის რიგში ჩადგება თქვენთან რჩევის მისაღებად - ეცადეთ, არავის უთხრათ უარი.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თქვენი საყვარელი ადამიანები დღეს ძალიან მკაცრად მოგექცნენ. ეცადეთ, გაუგოთ მათ. სავარაუდოდ, რაღაც სერიოზულად აწუხებთ მათ, რის გამოც ისინი ყველაფერზე ასე არაადეკვატურად რეაგირებენ.

თხის რქა

საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის არჩევისას - როგორც მიზეზით, ასევე უმიზეზოდ - არავის სთხოვოთ რჩევა. გაიხსენეთ მისი გემოვნება და შეძლებთ ნამდვილი შედევრის პოვნას.

მერწყული

ბოლო დროს იმდენი და იმდენად ეფექტურად იმუშავეთ, რომ უდავოდ იმსახურებთ სრულ დასვენებას - მაგალითად, შეგიძლიათ როგორც შვებულების დაგეგმვა, ასევე დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობის დაწყება.

თევზები

არ უნდა ეცადოთ ყველგან იყოთ, პირიქით, ეცადეთ აირჩიოთ ერთი - მაგრამ ამავდროულად ყველაზე პრიორიტეტული - მიმართულება და იმოძრაოთ ამ მიმართულებით, სხვა საკითხები კი გვერდზე გადადოთ.