პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 22:51-ზე, მთვარე თევზებშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია. მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.
ვერძი
დაელოდეთ კარგ ამბებს დღეს. ზოგიერთი დავალება, რომელიც შეუძლებელი გეჩვენებოდათ, რეალურად გაცილებით მარტივი აღმოჩნდება და საბოლოო მიზანი იმაზე ახლოსაა, ვიდრე თქვენ ფიქრობდით. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მოულოდნელი მოგება ან ფინანსური დახმარება მიიღოთ.
კურო
გამოიყენეთ ეს დღე თქვენი აზრების, გრძნობებისა და ურთიერთობების გასაწმენდად. შესაძლოა, ზოგიერთთან ურთიერთობა დიდი ხანია არ არის საინტერესო და ჩვევის გამო ინარჩუნებთ კონტაქტს. დაფიქრდით, ღირს თუ არა ამ ადამიანზე მეტი დროის დახარჯვა, იქნებ ჯობია უფრო საინტერესო საქმიანობას დაუთმოთ დრო?
ტყუპი
დღეს შესაძლოა რომელიმე თქვენი კოლეგა ნეგატიურად შეგხვდეთ. არ ღირს მასთან ურთიერთობის გარკვევა, სიტუაციას იუმორით შეხედეთ. იმის დანახვისას, რომ პროვოკაციას არ წამოეგეთ, სწრაფად დაკარგავს თქვენს მიმართ ინტერესს.
კირჩხიბი
არავის მისცეთ უფლება შეარყიოს თქვენი თავდაჯერებულობა! გააკეთეთ ის, რაც გაქვთ გუნებაში. საღამო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად, მოუწყვეთ მას რომანტიკული საღამო, ერთად დაგეგმეთ შვებულება.
ლომი
შესანიშნავი დღეა ახალი ცოდნის, გამოცდილების მისაღებად, უნარების გასაუმჯობესებლად. წარმატებები გელოდებათ მათ, ვინც გამოცდებს აბარებთ, იცავთ დიპლომს ან დისერტაციას. საღამო უნდა დაეთმოთ დასვენებას ან საქმიანობას, რომელიც დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას არ მოითხოვს.
ქალწული
პარასკევი მოგთხოვთ კომპრომისზე წასვლას. ეს დაგეხმარებათ უფრო სწრაფად გაუმკლავდეთ მიმდინარე პრობლემებს და შეასრულოთ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, ამიტომ ნუ იქნებით ჯიუტი იქ, სადაც ეს არ არის საჭირო. ნუ დაკარგავთ დროს ზედმეტ კამათზე, შეძელით მოლაპარაკება.
სასწორი
ყურადღება მიაქციეთ როგორ გრძნობთ თავს - სისუსტე შეიძლება მიუთითებდეს ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვაზე. იმისათვის, რომ სიტუაცია არ გაამწვავოთ, დღევანდელი ამოცანების ჩამონათვალში შეიტანეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად საჭიროა და დაუთმეთ მეტი დრო დასვენებას.
მორიელი
პარასკევს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გექნებათ. მაგრამ არ იჩქაროთ შეთანხმების გაფორმება, ყურადღებით შეისწავლეთ ყველა პირობა. შესაძლოა, ისინი არც ისე მომგებიანია, როგორც თავიდან ფიქრობდით.
მშვილდოსანი
დღეს ლიდერის როლი უნდა მოირგოთ. უნდა უხელმძღვანელოთ გარშემო მყოფებს, რათა თქვენი საქმეები უკეთ შესრულდეს. მოგიწევთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. იმოქმედეთ გაბედულად, წარმატებას მიაღწევთ!
თხის რქა
შესანიშნავი დღეა პირადი და საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, პაემნებისთვის. თქვენი კომუნიკაციის უნარები უმაღლეს დონეზეა და საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ ყველაზე, ვისთანაც გექნებათ ურთიერთობა.
მერწყული
დღეს მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაშიც ეჭვი გეპარებოდათ იმაზე უკეთ გამოდის, ვიდრე ელოდით. თქვენი წარმატების გასაუმჯობესებლად, მოიძიეთ გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ.
თევზები
დღეს მუდმივად შეგაწუხებთ წარსულის რაიმე შეცდომის, წყენის, თქვენს მიმართ უსამართლობის გახსენება. თუ მოგონებებში ჩაეფლობით, ემოციურ დაღლილობამდე მიხვალთ და დასახულ მიზნებს ვერ განახორციელებთ. შეეცადეთ გადაერთოთ პოზიტიურ მომენტებზე, ყურადღება გაამახვილეთ სასიამოვნოზე.