4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მთელ დღეს თუ შრომაში გაატარებთ, საღამო მაინც მიუძღვენით საყვარელ ადამიანს.

ტყუპი

დღეს ყველას ჭკუის დამრიგებელი, ყველას საქმის გამრჩევი იქნებით. მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

კირჩხიბი

თავი არ აარიდოთ საუბარს. ყველაზე უმნიშვნელო ლაპარაკშიც კი ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ.

ლომი

თუ ყველაფერი პირველი ცდიდან არ გამოგივათ, გული არ გაიტეხოთ, კიდევ სცადეთ. მთავარია, არ დანებდეთ.

ქალწული

ახალი ნაცნობობა ან კარგ მეგობრობაში გადაიზრდება, ან დიდ რომანში.

სასწორი

თუ არ ამოქმედდებით, დიდხანს მოგიწევთ უმოძრაოდ ყოფნა. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებსა და ფიზიკურ გადაღლას.

მორიელი

ნუ ჩაეძიებით თანამოსაუბრეს. განსაკუთრებით ჯანმრთელობის საკითხებში. რაში გაინტერესებთ, ვის რა დაავადება სჭირს?!

მშვილდოსანი

სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებდეთ კარგად დაფიქრდით.

თხის რქა

თუ თქვენი მოსმენა არ სურთ. ახსნა-განმარტებებსაც ნუ ჩააბარებთ.

მერწყული

გადახედეთ განვლილ დღეებს და თუ საშუალება გაქვთ გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები.

თევზები

დღეს სასიყვარულო საქმეებში გაგიმართლებთ. რომანტიკული პაემანი და დროის სასიამოვნოდ გატარება გარანტირებული გაქვთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით