4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ოჯახის წევრები ოპტიმიზმით აავსეთ, გაამხნევეთ, დაეხმარეთ მიზნების მიღწევაში. მეტად გააქტიურდით, საქმეები კარგად მიგდით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეყვარებულებს ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ.

ტყუპი

საქმეებით და ვალდებულებებთ დატვირთული დღე გელით. დაისახეთ მიზანი და მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი

საქმეების წარმატება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გაამდიდრეთ რაციონი მწვანილით. მარტოხელები მზად იყავით სასიამოვნო ნაცნობობისთვის.

ლომი

კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი იდეების განსახორციელებლად. საქმეების მიუხედავად აუცილებლად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ეცადეთ, არ გაიხსენოთ წარსული და ისიამოვნოთ დღევანდელი დღით.

ქალწული

ბიზნესის გასაფართოებლად, საქმეების გასაუმჯობესებლად ახალი იდეები გამოიყენეთ. საოჯახო საქმეებში ბავშვები დაიხმარეთ. დაფიქრდით, იქნებ დროა, გამოიჩინოთ ინიციატივა და თავად გაიცნოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი.

სასწორი

ახალი საქმეების დაწყებამდე ჯერ ძველ საქმეებში გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახში. ეცადეთ, გაერკვეთ სიტუაციაში. მეტად დაისვენეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

მოაწესრიგეთ ბინა, კარგია კოსმეტიკური რემონტი ან ავეჯის გადაადგილება. მეტად დაისვენეთ სუფთა ჰაერზე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ეცადეთ, ცუდი განწყობის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

მშვილდოსანი

ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ; რამდენიმე საქმეს ერთად ნუ წამოიწყებთ. შეამცირეთ ყავისა და ალკოჰოლის რაოდენობა. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა

კარგი დღეა სამომავლო იდეების განსახილველად. ზოგიერთი შინაური ცხოველის შეძენას გადაწყვეტს. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. ერთად განიხილეთ შვებულება.

მერწყული

კარგი დღეა კონტრაქტების გასაფორმებლად, ახალი პარტნიორების მოსაზიდად. მეტად დაისვენეთ, სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერებით. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

თევზები

შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და მიჰყევით. საქმიანი პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან უარყოფითი ემოციების გამოხატვას. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით