აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 31 რიცხვით სრულდება. ასტროლოგიურად აგვისტო ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.
როგორია 4 აგვისტოს დაბადებული ადამიანი
4 აგვისტოს დაბადებული ადამიანები ინტელექტუალები და ერუდიციის მოყვარულები არიან. მათ უყვართ თავის გარშემო თანამოაზრეთა გუნდის შემოკრება და შესანიშნავად შეუძლიათ ამ გუნდის მართვა. აქედან გამომდინარე, მათთვის საუკეთესოა ისეთი პროფესიები, რომელიც გუნდურ პრინციპზეა დაფუძნებული. ხშირად ეს შეიძლება პოლიტიკოსის კარიერაც იყოს.