4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სერიოზული საუბარი გელით უფროსთან. შეიძლება დამატებითი სამუშაო ან ვალდებულებები დაგაკისროთ. საბოლოო პასუხის გაცემამდე კარგად აწონ–დაწონეთ თქვენი შესაძლებლობები.

ტყუპი

დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ საწინააღმდეგო სქესში ინტერესი გამოიწვიოთ.

კირჩხიბი

მთელ დღეს ძიებაში გაატარებთ. ეცადეთ, საინტერესო პროექტი, საქმისთვის გამოცდილი კადრები შეარჩიოთ. გახსოვდეთ, ძიება პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაც გჭირდებათ.

ლომი

საქმეების დასრულებაში ხელს ცვლილებები და გარშემო მყოფებთან ხშირი კონტაქტები შეგიშლით. ეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და არ გადადოთ საქმე მომავლისთვის.

ქალწული

ნუ გგონიათ, რომ ერთი წერტილზე ხართ გაჩერებული და განვითარებაში გეშლებათ ხელი, საღამოს მიხვდებით, რომ ტყუილად ნერვიულობთ და ამაში ძველი მეგობარი დაგარწმუნებთ.

სასწორი

ნურც ზედმეტად აჩქარდებით და ნურც იზარმაცებთ. შეადგინეთ გრაფიკი, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ნუ ეცდებით წარსულის დაბრუნებას. ეს დროის დაკარგვისა და ნერვების მოშლის მეტს არაფერს მოგიტანთ. დასახეთ სამომავლო გეგმები და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ცვლილებების შესატანად როგორც სამსახურებრივ საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში. მცირედით დაიწყეთ და უკვე საღამოსთვის კარგ შედეგს მიიღებთ.

თხის რქა

კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად; სამომავლო საქმეების დასაგეგმავად, მაგრამ ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ.

მერწყული

დღეს ყველა საქმეს კეთილი ადამიანების დახმარებით მოაგვარებთ. ეს შეიძლება ნაცნობებიც იყვნენ და უცნობებიც, რომლებთანაც იღბალმა შეგახვედრათ.

თევზები

ნუ იტყვით უარს საკუთარ ოცნებებზე, მიზნებზე. შეიძლება გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გაშორებთ და თქვენ ვერ ხვდებით ამას. იბრძოლეთ ბოლომდე, იბრძოლეთ, სანამ სასურველს არ მიაღწევთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით