4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სხვა დღისთვის გადადეთ გეგმების განხილვა, საქმეების გარჩევა. დიალოგისას იყავით დიპლომატიური, დაკვირვებული. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.

ტყუპი

კარგი დღეა მოგზაურობისა და საინტერესო ადამიანის გასაცნობად. შესაძლოა, იმედი გაგიცრუოთ იმან, ვისი დახმარების იმედიც გქონდათ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

კირჩხიბი

განწყობის მიუხედავად იყავით ღიმილიანი. ფრთხილად და დაკვირვებულად შეასრულეთ ვალდებულებები. ზოგიერს ახალი სიყვარული, მეგობრობა ელის. თუმცა, დისტანიცია მაინც შეინარჩუნეთ.

ლომი

დილა ყოველდღიური, წვრილ-წვრილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მეტი დრო გამონახეთ საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. აგრეთვე, საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად.

ქალწული

დღეს საკუთარი საქმეებიც უნდა შეასრულოთ და გარშემო მყოფებსაც დაეხმაროთ. კარგი დღეა ცოდნის, გამოცდილების მისაღებად. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი.

სასწორი

დილა დასვენებას, მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, მეგობრებთან ერთად. საღამოს შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ.

მორიელი

დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და საქმეებს. ეცადეთ, ცუდი განწყობის გამო გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება არ გაიფუჭოთ. ოჯახის წევრების მიმართ მეტი სიყვარული უნდა გამოამჟღავნოთ.

მშვილდოსანი

შეზღუდვების, უარის დღეა. შეიძლება გადაიდოს ის საქმე, რომლის დაწყების/განვითარების იმედიც გქონდათ. მეტი ყურადღება გმართებთ მგზავრობისას. ნუ ელის დახმარებას ახლობლებისგანაც კი.

თხის რქა

სამსახურში მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. ნუ შეიძენთ დაბალხარისხიან პროდუქტებს, ნივთებს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და მოერიდეთ მავნეს. გადაიხადეთ გადასახადები, ვალები.

მერწყული

მეგობრებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ უხასიათობის, ბევრი საქმის გამო. სწორად შეადგინეთ სამუშაო გეგმა; გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, რომლებიც იწვევს ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

თევზები

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ეცადეთ, არავინ შეგიზღუდოთ თავისუფლება. არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეში. კარგი დღეა ვირტუალური ნაცნობობისთვის, ელექტრობიზნესის გასავითარებლად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით