ავტორი:

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 15:28-ზე, მთვარე 15:41-ზე გადავა კუროში

თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.

ვერძი: ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ამ დროს მაქსიმალურად ენერგიული იქნებით. საღამო დასვენებას, გამოძინებას და გერიელი კეძების მირთმევას დაუთმეთ.

კურო: დასვენების და გამოძინების დღეა. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური შეკრება; განიხილეთ საჭირბოროტო საკითხები.

ტყუპი: ახალი საქმეები ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად განახორციელეთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. გაფრთხილდით ვაჭრობაში, ფულის გადარიცხვისას. არაფერი შეგეშალოთ.

კირჩხიბი: კარგი დღეა კომპიუტერული პროგრამის ან უცხო ენის შესასწავლად. ჰარმონიული გახადეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

ლომი: შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. წარმატებები გელოდებათ ლიტერატურულ საქმიანობაშიც. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

ქალწული: ახლობლებთან გულწრფელი საუბრები გელოდებათ თქვენთვის ყველაზე რთულ და მტკივნეულ თემებზე. ერთად ჭკვიანურ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.

სასწორი: ეცადეთ, შეძლებისდაგვარად დიპლომატიურად მოაგვაროთ საყვარელ ადამიანთან ყველა საკამათო საკითხი. მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, ამის გაკეთება ადვილი იქნება.

მორიელი: საყიდლებისთვის და ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კარგი დღეა. თუ რაიმე საჭირბოროტო თემები დაგიგროვდათ, ერთად მოაგვარეთ.

მშვილდოსანი: მხიარულების დღეა. დილიდან პოზიტიური განწყობა შეიქმენით. ახლობლები გაგანებივრებენ საჩუქრებით და სიურპრიზებით.

თხის რქა: დღევანდელი საქმეები ბედნიერად დასრულდება, თუ ზრუნავთ არა მხოლოდ საკუთარ სიკეთეზე, არამედ თქვენი ოჯახის სიმშვიდეზე.

მერწყული: შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ახლობლებთან ერთად მოკლე მოგზაურობისთვის ქალაქგარეთ.

თევზები: მოულოდნელ ადგილას შეხვდებით დიდი ხნის უნახავ ახლობლებს და მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, რაც პრობლემების გადასაჭრელად დაგეხმარებათ.