კურო
საჭირო ინფორმაციის მოძიება დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ კარგ შედეგსაც მოგიტანთ. შეხვდით მეგობრებს. კარგი დღეა მგზავრობისთვის. რთულ მომენტშიც კი მობილიზებულად უნდა იმოქმედოთ.
ტყუპი
კონკრეტულად ერთი საქმით დაკავდით, ყველაფერს ერთდროულად ნუ დაიწყებთ. კარგი დღეა პრობლემების, უსიამოვნებების მოსაგვარებლად. ახალ პროექტებში მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.
კირჩხიბი
მთვარე დღეს თხის რქაშია, რაც დაგეხმარებათ მოთოკოთ ემოციები და რაციონალურად იმოქმედოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახალ შემოთავაზებებს. დაეხმარეთ პარტნიორს პრობლემების მოგვარებაში. დღე კარგად ჩაივლის, თუ მთელ დღეს საქმეებს დაუთმობთ და გარშემო მყოფებსაც მხოლოდ საქმეების გამო შეეხმიანებით.
ლომი
არ გადადოთ საქმეები მომავლისთვის, ყველა პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვარეთ. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი. თუ მათგან ყურადღებასა და სითბოს ითხოვთ, ჯერ თავად უნდა იყოთ მათ მიმართ ასეთი.
ქალწული
დღეს თქვენ სხვებზე მეტად გაგიმართლებთ. მაქსიმალურად ეცადეთ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ. ფრთხილად იყავით კონკურენტებთან. კარგი დღეა ფიზიკური სამუშაოსა და სპორტული შეჯიბრებისთვის. არავის არაფერს დაპირდეთ, თუ უკვე დაპირდი, შეასრულეთ.
სასწორი
მეტად მობილიზებული უნდა იყოთ. მოაწესრიგეთ საქმეები. გარშემო მყოფებს ნათლად აუხსენით რა გსურთ და შესაბამისად მოსთხოვეთ პასუხი. მოერიდეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას, გაიძლიერეთ იმუნიტეტი.
მორიელი
ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი საქმეების სია და მიჰყევით მას. კარგი დღეა საქმეებში უკეთ გასარკვევად, შეცდომების გამოსასწორებლად. მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.
მშვილდოსანი
ყველა პრობლემას მარტო ნუ შეჭიდებით. დაიხმარეთ გარშემო მყოფები. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საღამოს გააანალიზეთ დღის მოვლენები.
თხის რქა
კოლეგებთან მსჯელობა ახალ იდეებს მოგიტანთ, რაც საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო ეფექტურად მოაგვაროთ მიმდინარე საქმეები. არასასრველი დღეა ფლირტისა და რომანტიკისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ხშირად დაისვენეთ.
მერწყული
ნაკლებად საინტერესო დღეა, რუტინული საქმეების შესრულება მოგიწევთ. შესაძლოა, სხვათა ინტერესის გამო საკუთარ გეგმებზე უარის თქმამ მოგიწიოთ. დაარეგულირეთ დღის რეჟიმი და გამოიძინეთ.
თევზები
კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის, მგზავრობისა და მიმოწერისთვის. მოერიდეთ ემოციების გამომჟღავნებასა და კონფლიქტს. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის.