4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ამიტომ, მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ტყუპი

დასვენების, ენერგიის მოკრების დღეა. ზოგიერთები წარმატებით დაასრულებენ დაწყებულ საქმეებს, ზოგიც საჭირბოროტო საკითხებში გაერკვევა.

კირჩხიბი

თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ბოლომდე იბრძოლეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან. ეცადეთ, არ გადაიღალოთ არც ფიზიკურად და არც მორალურად.

ლომი

გამონახეთ დრო დასვენებისთვის, ბუნებაში გასასეირნებლად. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ან მონოტონურ საქმეებს. საღამოს ახლობლებს ესტუმრეთ.

ქალწული

მოერიდეთ სიჩქარის გადაჭარბებას და ახალი საქმეების დაწყებას. საბუთების ხელმოწერამდე კარგად გაერკვიეთ დეტალებში. ნუ გართულებთ დამოკიდებულებად საყვარელ ადამიანთან. სულიერ სიმშვიდეს ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრა მოგანიჭებთ.

სასწორი

სხვა დროისთვის გადადეთ მგზავრობა, მოგზაურობის დაწყება, მსხვილი საყიდლები. პირადი საკითხები პარტნიორის სურვილების გათვალისწინებით მოაგვარეთ.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნუ გადაიღლებით. დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის და ძველ მეგობრებთან შესახვედრა.

მშვილდოსანი

დღეს რამდენიმე საქმიანობის, პრობლემის ერთად მოგვარება მოგიწევთ. მაქსიმალურად ყურადღებით და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. ოპტიმისტური განწყობა ნეგატიურ სიტუაციებს ადვილად დაგაძლევინებთ.

თხის რქა

სასურველის მისაღწევად შრომა და ბრძოლა მოგიწევთ. გაფრთხილდით არ მოტყუვდეთ. ილუზია რეალობად არ მიიღოთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

მერწყული

გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ, არ გაეხვიოთ ჭორებსა და ინტრიგებში. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კამათსა და დისკუსიებში ჩართვას.

თევზები

კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, რაც თქვენგან ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახში ჰარმონიის დამკვიდრებას. ნუ იქნებით სულსწრაფი და გაღიზიანებული.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით