კურო
ახალი საქმეების დაწყებას მოერიდეთ. გააუმჯობესეთ არსებული კავშირები, მოიკითხეთ ახლობლები, პარტნიორები. საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ ვირტუალური სამყაროდან, მეგობრებისგან. საყიდლები მომავალი კვირისთვის გადადეთ.
ტყუპი
შეიძლება არ გამართლდეს ვარაუდები, მეგობრებისგან იმედგაცრუება იგრძნოთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით გაატაროთ, დრო საოჯახო საქმეებს, ექსპერიმენტებს დაუთმოთ.
კირჩხიბი
ახალი იდეები ახლობლებთან ერთად განიხილეთ. კარგი დღეა პაემნისთვის. მოულოდნელი შეხვედრა ძველ ნაცნობთან სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. საღამოს მოსალოდნელია მხიარულება და თავგადასავლები.
ლომი
გადაუდებელი საქმეები დღესვე მოაგვარეთ. კარგი დღეა მომავლის დასაგეგმავად. მიმდინარე პროექტებში კორექტივების შესატანად. საღამოს შეხვდით ახლობლებს. მოიძიეთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციები.
ქალწული
მზად იყავით, შეიძლება უფროს თქვენი დახმარება დასჭირდეს. კარგი დღეა საქმიანი და სასიყვარულო შეხვედრებისთვის, მეგობრებთან მიმოწერისთვის. მოსალოდნელია დაუგეგმავი შეხვედრა და მხიარულება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
სასწორი
კარგი დღეა შეხვედრებისთვის, სტუმრიანობისთვის, მაგრამ დიდხანს ნურსად გაჩერდებით. დღე მდიდარია მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით. საღამო დასვენებას დაუთმეთ, გამოიძინეთ.
მორიელი
დღეს საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ. მოგეცემათ საშუალება გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები და გააუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ამისთვის არავინ გაკიცხოთ და გააკრიტიკოთ. პირიქით, ეცადეთ დაეხმარეთ მათ.
მშვილდოსანი
როგორც ყოველთვის, დღესაც გაგიმართლებთ. მთავარია, მზად იყოთ. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფთა რჩევებს. კარგი დღეა გეგმების გადასახედად, კორექტივების შესატანად. საღამოს მეგობრული ან სასიყვარულო შეხვედრა დაგეგმეთ.
თხის რქა
თუ ხვდებით, რომ პარტნიორებისა და ახლობლების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ, ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოთ, ცოტა შეარბილეთ ტონი. დღეს თავს იჩენს გადაუდებელი საქმეები, სადაც მეტი ყურადღება გმართებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანების მიმართ. მოუწყვეთ მათ დღესასწაული.
მერწყული
დღეს მთვარე მერწყულშია. ამიტომ, მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას, სიახლეების მოძიებას. გაფრთხილდით, შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ, ან უფროსმა ახალი საქმეები მოგცეთ. საღამოს მოულოდნელი შეხვედრა ემოციებით იქნება დატვირთული.
თევზები
კარგი დღეა ინფორმაციის მოსაძიებლად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის. სერიოზული არაფერი დაგეგმოთ, რადგან გეგმების განხორციელება შეიძლება სტუმრებებმა ჩაგიშალოთ. მეგობრებისგან ახალ ამბებს ელოდეთ.