ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად.
კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად.
ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი.
სხვა დღისთვის გადეთ ქორწინება და ნიშნობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შრომისმოყვარე და ნიჭიერია. არ ეყვარება ფიზიკური დატვირთვა. მისგან კარგი მსახიობი დადგება.
მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
კარგი დღეა თმის შესაჭრელად.
ამ დღის ქვებია: მორიონი და ქრიზოლითი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, – არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.