პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე
გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
ვერძი
ფულადი შემოდინებაა მოსალოდნელი, რაც გონივრულად უნდა დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფული აორთქლდება და არცთუ სასიამოვნო მოგონებად დარჩება.
კურო
წინასწარ უნდა დაფიქრდეთ დღევანდელი დღის გეგმაზე. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ყველა ნიუანსი, რათა პირველადი საკითხები მეორეხარისხოვანისგან გამოყოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ყველაფრის გაკეთებას.
ტყუპი
კარგი დღეა სამსახურსა და სახლში დაგროვილი საქმეების მოსაგვარებლად. ამგვარად გაუთავისუფლებთ ადგილს დადებით ენერგიას და მოამზადებთ ტრამპლინს შემდგომი - მნიშვნელოვანი და სერიოზული - მიღწევებისთვის.
კირჩხიბი
ადამიანი, რომელმაც წარსულში სერიოზულად გაწყენინათ, შეიძლება კვლავ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ამჯერად - ბოდიშის მოხდის მიზნით, რადგან მონანიება, სავარაუდოდ, გულწრფელი იქნება, აზრი აქვს მის გაგებას და პატიებას.
ლომი
კარგი დღეა რემონტის დასაწყებად, რომელიც სწრაფად და თქვენთვის სასიამოვნოდ დასრულდება. აგრეთვე კარგი დღეა შოპინგისთვის - ყველა ნაყიდი ნივთი უჩვეულოდ წარმატებული იქნება.
ქალწული
თქვენს მიზანს ნებისმიერ ფასად არ უნდა მიაღწიოთ. უმჯობესია, გაუშვათ სიტუაცია და ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იღბალი არ მიგატოვებთ და არ გჭირდებათ სხვისი გაუბედურება, ეს ბედნიერებას არ მოგიტანს.
სასწორი
ნუ ეტყვით უარს მათ, ვინც რჩევას გთხოვთ. შესაძლოა, თქვენი თანდაყოლილი სიბრძნის წყალობით უთხრათ ადამიანს, თუ როგორ მოიქცეს სწორად ამჟამინდელ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
მორიელი
დღეს გაკეთებული ყველა კარგი საქმე დროთა განმავლობაში აუცილებლად სიკეთით დაგიბრუნდებათ, ამიტომ ნუ დაზოგავთ ქველმოქმედებაზე - ის როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად გაამართლებს.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა თქვენი ახალი - და პერსპექტიული - იდეის უფროსისთვის გადასაცემად. ახალი პროექტის პრეზენტაცია წარმატებული იქნება, აუცილებლად მიიღებთ დახმარებას მისი განხორციელებისთვის.
თხის რქა
დღევანდელი დღის პარადოქსი ასეთია: რაც უფრო მეტ რამეს დაგეგმავთ, მით უფრო იოლი იქნება თქვენთვის მათთან გამკლავება და თქვენი უფროსი აუცილებლად დააფასებს თქვენს მონდომებას და პროდუქტიულობას.
მერწყული
პოტენციურ სპონსორებთან შესახვედრად უკეთეს დღეს ვერ იპოვით: ისინი არა მხოლოდ ყურადღებით მოგისმენენ, არამედ სიამოვნებით ჩადებენ თანხებს თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტში.
თევზები
რეკომენდებულია, მაქსიმალური დრო და ყურადღება დაუთმოთ თქვენს ოჯახს და ნათესავებს - როგორც ჩანს, სამსახურში თქვენი სრული დატვირთვიდან გამომდინარე, ბოლო დროს სახლში მხოლოდ ღამის გასათევად ბრუნდებით და ეს მათ არ მოსწონთ.