კურო
კარგი დღეა ან სახლის მოსაწყობად, ან საბინაო საკითხის მოსაგვარებლად. შეიძინეთ საოჯახო ნივთები. კარგი დღეა ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებად.
ტყუპი
ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემო მყოფთა შენიშვნებსა და ზედმეტ კრიტიკას. დღეს მეტად ემოციური ხართ და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. აგრეთვე მოერიდეთ ახლობლებთან კამათს.
კირჩხიბი
მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებსა და დისკუსიებს. ნებისმიერ სიტუაციას შეხედეთ ობიექტურად და მოერიდეთ დასკვნების გამოტანას.
ლომი
ახალი იდეები და გეგმები გაგიჩნდებათ და მათ განხორციელებას შორეული მომავლისთვის ნუ გადადებთ. შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და იმსჯელეთ, რის გაკეთებას შეძლებთ.
ქალწული
შესრულებული სამუშაოსთვის კარგ გასამრჯელოს მიიღებთ და ისევ გაგიჩნდებათ რაღაცის კეთების სურვილი. კარგი დღეა უკვე დაწყებული საქმეების დასასრულებლად.
სასწორი
კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვრებლად ან ნოტარიუსებთან და ადვოკატებთან კონსულტაციისთვის. მთავარია, თავად იყოთ ყურადღებით და არაფერი გამოგრჩეთ.
მორიელი
გადაამოწმეთ დღეს მიღებული ინფორმაციები. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და რაც მთავარია, მოერიდეთ ფულის ფლანგვას.
მშვილდოსანი
მოერიდეთ თაღლითებსა და აფერისტებს. უფრო მეტიც დღეს შეიძლება ისეთმა ადამიანმა მოგატყუოთ, ვისაც დიდი ხანია იცნობთ და ენდობით. ნურავის ისაუბრებთ თქვენს შემოსავალზე.
თხის რქა
მეგობრებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით ნებისმიერ რთულ სიტუაციას ადვილად გაართმევთ თავს. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და სამყაროზე არ განაწყენდეთ.
მერწყული
საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საქმეების წარმოება გელით. მათი დახმარებით მომავალში ფინანსურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ. ნუ მოგერიდებათ, თამამად წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები.
თევზები
თუ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობეში დარწმუნებული ხართ, იბრძოლეთ გამარჯვებისთვის. თორემ კონკურენტები დაგჩაგრავენ. აგრეთვე, ნუ გადადებთ დღეს შესასრულებელ საქმეებს ხვალისთვის, იმ კვირისთვის, წლის ბოლოსთვის.