4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე
დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
ვერძი
დღე ხელსაყრელია საკუთარ სხეულზე ზრუნვისთვის. დაიცავით დეტოქს მენიუ, დალიეთ მეტი წყალი და მცენარეული ჩაი, დღეს თავს უფრო მსუბუქად და უკეთ იგრძნობთ.
კურო
ძალიან მნიშვნელოვანია იგნორირება გაუკეთოთ სხვა ადამიანების აგრესიას: ნეგატიური ემოციების მოზღვავება ენერგიას და ძალას წაგართმევთ. ამიტომ უმჯობესია ყურადღება არ მიაქციოთ ვამპირ ადამიანებს.
ტყუპი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსიამოვნო ადამიანების კომენტარებს და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავი უკეთ წარმოჩენას, იყავით ღიმილიანი და გარშემო მყოფებსაც გაუზიარეთ თქვენი პოზიტივი.
კირჩხიბი
არასასურველია სხვა ადამიანების – განსაკუთრებით თქვენი კოლეგების პასუხისმგებლობის აღება, თუნდაც გთხოვონ: დიდია რისკი, რომ თავზე დაგასხდნენ და დაიწყონ თქვენი სიკეთით სარგებლობა.
ლომი
საყვარელი ადამიანების კრიტიკა უნდა დაიყოს ორ ნაწილად – კონსტრუქციულად და ფორმალურად: და თუ სასურველია პირველის მოსმენა, მაშინ მეორე – უსაფუძვლო – შეიძლება იგნორირებული იყოს.
ქალწული
ცუდი განწყობის საუკეთესო წამალია შრომა: რაც მეტს დაგეგმავთ, მით უფრო იოლი იქნება ნეგატივზე რეაგირება და დღეც უფრო სწრაფად გაივლის.
სასწორი
დღეს იოლია გახდეთ თაღლითების მსხვერპლი, ამიტომ მნიშვნელოვანია ფრთხილად იყოთ უცნობი ნომრებიდან ზარებთან და დახმარების თხოვნით სოციალურ ქსელებში - მოტყუების ალბათობა ძალიან მაღალია.
მორიელი
თქვენ ყოველთვის მიდრეკილი ხართ თვითკრიტიკისკენ, მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოთ: ყველანაირი შეცდომისა და ნაკლოვანების გამო საკუთარი თავის გაკრიტიკებით კარგს ვერაფერს მიაღწევთ, გარდა თვითშეფასების დაქვეითებისა.
მშვილდოსანი
აუხსნელი შფოთვის მიზეზი შეიძლება იყოს ენერგიის ჭარბი რაოდენობა, რომელიც დღეს მოგეძალებათ – დამშვიდების საუკეთესო საშუალება შეიძლება იყოს საყვარელი საქმიანობა, განსაკუთრებით შემოქმედებითი.
თხის რქა
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შვებულებაში წასვლის საშუალება, ეცადეთ, სულ მცირე, გახვიდეთ სახლთან მდებარე უახლოეს პარკში; წყალთან კონტაქტიც კარგია.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან მცირე უთანხმოებაც კი, შეიძლება გადაიზარდოს ხანგრძლივ კონფლიქტში, ამიტომ აუცილებელია მინიმუმამდე დაიყვანოთ კომუნიკაცია თქვენთვის ახლობელ და ძვირფას ადამიანებთან.
თევზები
რაც არ უნდა მაცდური იყოს პირობები და ადამიანები, რომლებიც გპირდებიან ოქროს მთებს – განსაკუთრებით თუ მათ კარგად არ იცნობთ – არ ჩაერთოთ თავგადასავალში – თქვენ რისკავთ დაკარგოთ ბევრად მეტი, ვიდრე მოიგებთ.