კურო
სახლის, ოფისის დალაგებისას ყურადღებით იყავით ნაგავს მნიშვნელოვანი დოკუმენტები არ გააყოლოთ. მეტი დრო გაატარეთ ისეთი ადამიანების გარემოცვაში, ვისგანაც საჭირო რჩევებსა და ინფორმაციებს მიიღებთ.
ტყუპი
მიპატიჟებაზე უარს ნუ იტყვით. წვეულებაზე შეიძლება ახალი მეგობრები, თანამოაზრეები ან საპირისპირო სქესის ადამიანი გაიცნოთ. აგრეთვე კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის.
კირჩხიბი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც ახალი პროექტების განხორციელებას შეგაძლებინებთ. სანამ მუშაობას დაიწყებდეთ, კარგად შეარჩიეთ ჯგუფი და კონსულტაცია გაიარეთ პროფესიონალებთან.
ლომი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. განსაკუთრებით სავაჭრო საქმიანობისთვის. საღამოს საქმიან პარტნიორებს მეგობრულ გარემოში შეხვდით.
ქალწული
მოერიდეთ მასშტაბური გეგმებისა და პროექტების დაწყებას. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას.
სასწორი
მოულოდნელად მოგიწევთ მატერიალური ხარჯი. შეიძლება ძვირად ღირებული ნივთის შეძენამ მოგიწიოთ. მაგრამ ნუ ინერვიულებთ, დამატებითი შემოსავლის წყაროც გამოგიჩნდებათ.
მორიელი
საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობების გარჩევა, საკუთარი უპირატესობის დამტკიცება მოგიწევთ. რამაც შეიძლება ურთიერთობა გაგირთულოთ ან ოჯახის წევრებთან, ან კოლეგებთან.
მშვილდოსანი
ნუ გადავარდებით ფანტაზიებში და მოერიდეთ ზედმეტი ემოციების გამოვლენას. აგრეთვე მოერიდეთ თავგადასავლებს. მეტი დრო დაუთმეთ მუშაობას, სწავლას, შეცდომების გამოსწორებას.
თხის რქა
განწყობას საყვარელ ადამიანთან შეხვედრა ან მოულოდნელი საჩუქარი გაგიუმჯობესებთ. მთელ დღეს ამაღლებულ განწყობაზე გაატარებთ და საქმეებსაც ადვილად მოაგვარებთ.
მერწყული
ან თავად მოგიწევთ მოგზაურობა და მგზავრობა ან მოგზაურთან საუბარი. აგრეთვე კარგი დღეა საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად და თქვენთვის საინტერესო საკითხების განსახილველად.
თევზები
დღეს გარშემო მყოფების დახმარების გარეშე მოგიწევთ მუშაობა. ეცადეთ, თავად მოაგვაროთ უმნიშვნელო საქმეებიც კი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.