4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 04:42-ზე, მთვარე თევზებშია

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.

ვერძი

დღის პირველ ნახევარში ჯობია დაგროვილ საქმეებზე იზრუნოთ. საღამოს მიეცით თავს უფლება დაისვენოთ. თუმცა მოერიდეთ ყოველგვარ ექსცესებს, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ მოხვდეთ.

კურო

უმჯობესია დღეს დაგეგმოთ დასუფთავება და ნივთების მოწესრიგება. სიამოვნებას მოგიტანთ ახლობლებთან ურთიერთობა და მეგობრებთან შეხვედრა. შეეცადეთ შეზღუდოთ ძლიერი ალკოჰოლური სასმელების და მძიმე საკვების მოხმარება.

ტყუპი

ახლობლები საყოფაცხოვრებო საქმეებში დახმარებას დღის პირველ ნახევარში მოგთხოვენ. მოგიწევთ რუტინული საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება. საღამოს შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, დილით მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმოთ, საღამო კი მეგობრებთან შეხვედრას დაუთმოთ; თუმცა, არ დაივიწყოთ ზომიერება.

ლომი

თუ დღეს გჭირდებათ მუშაობა, მაშინ გამოყავით ამისთვის დილის საათები. საღამოს რომანტიკულ ხასიათზე იქნებით და მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

ქალწული

4 მაისს კომუნიკაცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაარწმუნოთ თანამოსაუბრე, რომ მართალი ხართ. საღამოს კარგია პასიური დასვენება.

სასწორი

აკონტროლეთ თქვენი ემოციები: დღეს ბევრი რამ გაგაღიზიანებთ, გაგაბრაზებთ. მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს. საღამოს მდგომარეობა გამოსწორდება; ისიამოვნებთ კომუნიკაციით.

მორიელი

დასვენების დღის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება მოგიწევთ. საღამოს თქვენი განწყობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. იყავით ოჯახის წევრების გვერდით.

მშვილდოსანი

მელანქოლიური განწყობა და სევდიანი მოგონებები შემოგიტევთ 4 მაისის დილით. ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღების მხოლოდ სასიამოვნო თემებზე გამახვილებას, საინტერესო აქტივობის პოვნას და პირქუში ფიქრების განდევნას.

თხის რქა

გაგიჩნდებათ სურვილი, დაეხმაროთ ყველას თქვენ ირგვლივ, მოუტანოთ ადამიანებს სიკეთე და პოზიტივი. თუმცა, ყველას ნუ ენდობით: ვიღაცამ თქვენი გარემოდან შეიძლება ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით და მანიპულირება მოახდინოს თქვენზე.

მერწყული

დაგეგმეთ ყველა საქმე ან ნივთების მოწესრიგება დღის პირველ ნახევარში. 4 მაისის საღამო შესაფერისია დასვენებისთვის. კარგია სასიამოვნო ადამიანების გაცნობა, მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

თევზები

ენერგიის მაღალი დონე და მოქმედების სურვილი მთელი დღე გაგყვებათ. შეძლებთ სწრაფად დაასრულოთ ყველა საქმე, გექნებათ დრო საყვარელი ადამიანების მოსანახულებლად. სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ.