4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გართობისა და ფულის ხარჯვის სურვილი გაქვთ, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ფულს მოფრთხილება სჭირდება.

ტყუპი

ახლობელთან სერიოზული საუბარი გელით. შეიძლება მას ყველაფერში არ ეთანხმებით და ზოგიერთმა ფრაზამ გაგაღიზიანოთ კიდეც, მაგრამ ეცადეთ სამყაროს მოსაუბრის თვალით შეხედოთ.

კირჩხიბი

ახლობლები და მეგობრები დროის სასიამოვნოდ გატარებას შემოგთავაზებენ. ეცადეთ, ისეთ ადგილას წახვიდეთ, სადაც თან დაისვენებთ და თან საინტერესო ადამიანებთან იკონტაქტებთ.

ლომი

მართალია, გარშემო მყოფებს უყვარხართ და პატივს გცემენ, მაგრამ მათ შორისა არიან ისეთები, რომლებიც ტკბილი საუბრით თქვენს მოტყუებას ცდილობენ.

ქალწული

მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობაც ცუდ განწყობაზე გაყენებთ და ნუ მოჰკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომლის კეთებაც არ გსიამოვნებთ.

სასწორი

ტყუილის თქმასა და აფერისტობას არავინ გაიძულებთ, მაგრამ თუ გარშემო მყოფების მიმართ მეტად ხალისიანი იქნებით და ფაქტებსაც ზედმეტად არ დაამძიმებთ, მეტად მოიგებთ.

მორიელი

საოჯახო პრობლემეების გამო სხვა საქმეების შესრულებას ვერ მოახერხებთ. დღეს ბოლომდე უნდა მიიყვანოთ ის, რაც რამდენჯერმე გადადეთ.

მშვილდოსანი

მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით ფინანსურად მოძლიერდებით. ზოგი ფულს ვალში კი არ მოგცემთ, არამედ, გაჩუქებთ.

თხის რქა

დროა ყურადღება საკუთარ თავსაც დაუთმოთ. დაისვენეთ ფიზიკურად და სულიერად; ჩაიტარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურები.

მერწყული

მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. უფრო მეტიც, თუ ხედავთ, რომ გარშემო მყოფები ჩხუბობენ, ეცადეთ დიპლომატიურად დაარეგულიროთ სიტუაცია.

თევზები

მეგობრებისა და ახლობლების მიწვევაზე უარს ნუ იტყვით. მხიარულება და გართობა გელით. ეცადეთ, საკუთარი საქმეები დილითვე მოითაოთ, რათა მხიარულებაში არაფერმა შეგიშალოთ ხელი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით