ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
4 მაისს დაბადებული ადამიანები თანდაყოლილი პედაგოგიური ნიჭით გამოირჩევიან. მათ გააჩნიათ საოცარი უნარი საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ოსტატურად გაუზიარონ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა სკოლა იქნება ეს, უნივერსიტეტი თუ – ინტერნეტით სწავლება. თუმცა ამ ადამიანებს ხშირად აკლიათ ცხოვრებაში რისკი და სპონტანურობა. რის გამოც, მათ ხშირად უჩნდებათ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.