4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 15:06-ზე, მთვარე ლომშია

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.

ვერძი

დღეს სასურველია გუნდური მუშაობა. თანამოაზრეებთან უფრო ადვილია პრობლემების მოგვარება და სასურველი შედეგების მიღწევა. საღამო გაატარეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

კურო

არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, იფიქრეთ კარგ შედეგსა და წარმატებაზე, რომელიც გელით. დაეხმარეთ საყვარელ ადამიანს, მიეცით კარგი რჩევა. უსაქმურობა ცუდად აისახება თქვენს განწყობაზე.

ტყუპი

საუკეთესო შედეგების მიღწევის დღეა. შესანიშნავი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. ზოგს გელოდებათ საინტერესო სასიყვარულო თავგადასავალი, ზოგი შეხვდებით უჩვეულო ადამიანს.

კირჩხიბი

არის შანსი, მოაგვაროთ რთული ფინანსური თუ ქონებრივი საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. შეიძლება მიიღოთ დაუგეგმავი შემოსავალი მოულოდნელი წყაროდან.

ლომი

კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა სასიამოვნოდ იმოქმედებს თქვენზე. ახლობელი ადამიანები ნებისმიერ სიტუაციაში გაგიგებენ და დაგეხმარებიან. ენერგიული ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ დაიწყოთ ახალი საქმე და იყოთ გუნდში ლიდერი.

ქალწული

დილა საკმაოდ დაძაბული და უსიამოვნო იქნება. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. შუადღის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდება, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ფრთხილად მოაგვარეთ ფინანსური და ქონებრივი საკითხები.

სასწორი

დღე ხელსაყრელია რთული სიტუაციების მოსაგვარებლად და პროდუქტიული მუშაობისთვის. საყოფაცხოვრებო საკითხები მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას და შესაძლოა გეგმების შეცვლამაც მოგიწიოთ.

მორიელი

სხვებთან ურთიერთგაგების მიღწევა შეიძლება გაგიჭირდეთ. ახლობლებთანაც კი გართულდება საერთო ენის გამონახვა და შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება. დღეს დასვენება სასარგებლო იქნება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

გამოიჩინეთ მეტი ინტერესი გარშემო მყოფების პრობლემების მიმართ, დაეხმარეთ მათ რთული საკითხების გადაჭრაში. ისინი აუცილებლად დააფასებენ თქვენს სიკეთეს. მცირე მოგზაურობა ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. განწყობა გექნებათ საქმიანი და სერიოზული, რაც ხელს შეუწყობს რთული პრობლემების გადაჭრას. შეგიძლიათ შეხვდეთ ძველ მეგობრებს. ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, შეადგინეთ ერთობლივი გეგმები.

მერწყული

არ გაბრაზდეთ და არ ინერვიულოთ, თუ თქვენი საქმეები არ მიდის ისე სწრაფად, როგორც გსურთ. ყველაფერი დროულად მოგვარდება. მხიარულმა წვეულებამ ხელი არ უნდა შეუშალოს თქვენს დასვენებას.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. წარმატებით გამოიყენებთ თქვენს ინტუიციას მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტათ. მომგებიანი იქნება ფინანსური საკითხების მოგვარება.