4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 05:12-ზე, მთვარე მშვილდოსანშია

ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. კარგია სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.

ვერძი

გარემოება მოგთხოვთ უნარების გაუმჯობესებას. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალებთან. თუმცა, არ დაუშვათ სხვები თქვენს პირად სივრცეში. ვიღაცას მოინდომებს ისარგებლოს თქვენი იდეებით. იფიქრეთ პოზიტიურ ცვლილებებზე.

კურო

დღე შესაფერისია ექსპერიმენტებისა და ახალი შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებისთვის. არ დანებდეთ, თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც დაგეგმეთ. გამძლეობა და მოთმინება სასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ. ნუ დახარჯავთ ენერგიას რამდენიმე საკითხზე: აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მიიყვანეთ ბოლომდე.

ტყუპი

დაისახეთ პრიორიტეტები და გაამახვილეთ თქვენი ძალისხმევა ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. 4 მარტს თქვენი ენერგეტიკული დონე მაღალია ამიტომ შეძლებთ დაასრულოთ ძველი და მოსაწყენი საქმე. მეგობრებთან საუბარი განწყობას აგიმაღლებთ.

კირჩხიბი

ფოკუსირება მოახდინე ფინანსურად მომგებიან საკითხებზე, ისეთ რამეებზე, რომლებიც რეალურ მოგებას მოგიტანთ. დღეს იმაზე მეტის მიღებას შეძლებთ, ვიდრე ელოდით. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები ისე, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან ან მეგობრებთან.

ლომი

კარგი დღეა კომუნიკაციისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი ხიბლით და ადვილად მოიპოვოთ საჭირო ადამიანების კეთილგანწყობა. დაუსვით საკუთარ თავს ყველაზე რთული კითხვები და დაიწყეთ მათი განხორციელება: წარმატებას მიაღწევთ. ნუ დაკარგავთ თქვენს ძვირფას დროს უსაქმურ საუბრებზე.

ქალწული

შესაძლოა მიიღოთ პასუხი ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. კომუნიკაცია სასიამოვნო და საინტერესო იქნება იმ ადამიანებთანაც კი, ვინც ადრე თქვენში მტრობასა და გაღიზიანებას იწვევდა. 4 მარტი შესანიშნავია წარსული შეცდომების გამოსასწორებლად და შესრულებული სამუშაოს შესამოწმებლად.

სასწორი

მოემზადეთ დატვირთული დღისთვის. ყველას სჭირდება თქვენი რჩევა და დახმარება, თქვენ ხშირად იქნებით მოვლენების ცენტრში. თუმცა, არ დაივიწყოთ თქვენი ჯანმრთელობა, დაისვენეთ და სასიამოვნო საქმიანობით განიტვირთეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი.

მორიელი

დილიდანვე მოგიწევთ სიზარმაცის და აპათიის შეტევებთან ბრძოლა. ნელ-ნელა ჩაერთეთ სამუშაო რიტმში, დაიწყეთ საინტერესო საუბრებით და მსუბუქი მუშაობით. ამ დღეს კამათი და დაპირისპირება დიდ კონფლიქტამდე მიგიყვანთ, ამიტომ მოერიდეთ დაძაბულ სიტუაციებს და ნაკლები ისაუბრეთ.

მშვილდოსანი

დაიწყეთ დღე რაიმე სასიამოვნოთი, იყიდეთ თქვენთვის პატარა საჩუქარი. კარგი განწყობა სამუშაო საკითხების ეფექტურად გადაჭრასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად და განიხილეთ საერთო გეგმები.

თხის რქა

მოწესრიგებული მაგიდა და კარგად ორგანიზებული სამუშაო განრიგი თხის რქებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად წავიდნენ წინ. ასე რომ, 4 მარტს მეტი დრო დაუთმეთ დასუფთავებას და გეგმის შედგენას. ნუ წაუყენებთ სხვებს ბრალს, იყავით უფრო მშვიდი იმის მიმართ, რაც დღეს თქვენ გარშემო ხდება და იყავით თავაზიანი.

მერწყული

თქვენი ფანტაზია და კრეატიულობის სურვილი შეზღუდული იქნება, ამიტომ რაციონალურად მოეპყარით თქვენს მოვალეობებს. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენოთ არსებული გარემოებები თქვენს სასარგებლოდ. მიმოიხედეთ, თქვენი გარემოდან ვიღაც მანიპულირებს თქვენზე ან ავრცელებს ჭორებს.

თევზები

იმისათვის, რომ თქვენი დღე იყოს პროდუქტიული, დახარჯეთ თქვენი ენერგია მცირე რუტინულ ამოცანებზე, რომლებიც დაგროვდა თქვენს მაგიდაზე. ნუ გააკეთებთ იმას, რასაც მალე ინანებთ. უნდა გააკონტროლოთ ემოციები და არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, მაშინ დღე კარგად ჩაივლის.