4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს სასურველი, სანატრელი ნივთის შეძენის საშუალება მოგეცემათ. ნუ დაგენანებათ ფული, თორემ მისი არშეძენა მომავალში სანანებელი გაგიხდებათ.

ტყუპი

სასიამოვნო ადამიანთან გელით შეხვედრა; უცხოელთან ან შეიძლება ბიზნესი ჰქონდეს საზღვარგარეთ. ეს ადამიანი თქვენი საქმეების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მოულოდნელი დაბრკოლების გამო ნუ დაძაბავთ მდგომარეობას. მოერიდეთ კონფლიქტს და ეცადეთ, გარშემო მყოფები დაიხმაროთ სიტუაციის მოსაგვარებლად.

ლომი

საკუთარი იდეები და გეგმები მხოლოდ იმ ადამიანებს გაუმხილეთ, ვინც მხარს დაგიჭერთ და მათ განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

მთელი ყურადღება პირადი საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. მარტოხელას სასიამოვნო ნაცნობობა ელის, ხოლო ვისაც პარტნიორი ჰყავს, მის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.

სასწორი

კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, საბუთების გასაფორმებლად, დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედეთ.

მორიელი

როგორი რთული და დაძაბული დღეც არ უნდა გქონდეთ, საღამოს მეგობრებთან შეხვედრაზე უარი არ თქვათ. დაღლილობაც მოგეხსნებათ და საჭირო ინფორმაციებსაც მიიღებთ.

მშვილდოსანი

დღეს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს დასახული მიზნის მიღწევაში. კონკურენტებს ერთი ხელის მოსმით ჩამოიშორებთ. მთავარია, თავად არ მოცდეთ წვრილმან საქმეებსა და ჭორაობაზე.

თხის რქა

დროა, მომავალზე დაფიქრდეთ. გადახედეთ თქვენს გეგმებს. შეხვდით საჭირო ადამიანებს. წარმატების დიდი შანსი გაქვთ და ნუ გაუშვებთ დროს უქმად.

მერწყული

დაფასება და შექება გულს გაგიხარებთ, მაგრამ მიღწეულით არ დაკმაყოფილდეთ. პირიქით, იბრძოლეთ. კარგი შანსები გაქვთ კარიერის, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თევზები

მოწყენილობა და უსაქმურობა დღეს არ გემუქრებათ. მთელი დღე დატვირთული გექნებათ. საკუთარი საქმეების გარდა გარშემო მყოფების პრობლემებიც გაგიხდებათ მოსაგვარებელი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით