კურო
საქმეები უკეთესობისკენ შემოგიბრუნდებათ. საყვარელი ადამიანი გულუხვობით გაგახარებთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები დილისთვის გადადეთ.
ტყუპი
მშვიდად შეუდექით რუტინას. აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ, ვალდებულებები პირნათლად შეასრულოთ.
კირჩხიბი
წარმატება გელით შემდეგ სფეროებში: ფული, სიყვარული, შემოქმედება, იურისპრუდენცია. იყავით მოხერხებული და ზოგჯერ აფერისტულიც.
ლომი
გააუმჯობესთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. არ გათქვათ თქვენი მფარველის სახელი.
ქალწული
დაივიწყეთ უსიამოვნება და ის ადამიანები, ვინც ტკივილი მოგაყენათ. საქმიანი და მოსაწყენი სტილი რომანტიკულით ჩაანაცვლეთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.
სასწორი
მეგობრების ან ოჯახის წევრების დახმარებით რთულ საქმეებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად.
მორიელი
სასიამოვნო სიახლეებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, შეიძლება მოგზაურობის მიწვევა მიიღოთ.
მშვილდოსანი
დღეს რამდენჯერმე გაგიმართლებთ და იყავით მადლიერი უმაღლესი ძალებისა და გარშემო მყოფებისა. წარმატება გელით პოლიტიკაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას.
თხის რქა
კარგი დღეა გეგმების განსახილველად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ეს უკანასკნელი ერთგული მომსწრეების თანხლებით გმართებთ. დაიცავით ტრადიციები და იყავით მეგობრული.
მერწყული
იყავით საკუთარ ძალებში თავდაჯერებული. სარისკო საქმეების მოგვარებაში გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან. მეტი დრო დაუთმეთ განწყობის გაუმჯობესებას.
თევზები
გარშემო მყოფები დარწმუნდებიან თქვენს სიმართლეში და გული დაგიმშვიდდებათ. კარგი დღეა საზოგადო გამოსვლისთვის. სწორ გზას ინტუიციურად აირჩევთ.