ავტორი:

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 16:56-ზე, მთვარე თევზებშია

დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. გაუფრთხილდით ფეხებს.

ვერძი: თუ ხვდებით, რომ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, მომავლისთვის გადადეთ. დღევანდელი დღე დაუთმეთ სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას. ვირტუალურ ურთიერთობას რეალურში გადაიყვანთ ნუ იჩქარებთ.

კურო: გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, ფინანსური მდგომარეობა. ზოგიერთმა გული შეიძლება სრულიად უცხო ადამიანსაც კი გადაუშალოთ. მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას.

ტყუპი: ზოგიერთმა შეიძლება ერთდროულად რამდენიმე საქმე უნდა შეასრულოთ; ზოგმა პარალელური რომანი გააბათ. იყავით ფრთხილი, რომ საკუთარ შეთხზულ ისტორიებში არ გაიხლართოთ.

კირჩხიბი: არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და თქვენი დამოკიდებულებაც მოვლენების, გარშემო მყოფებისადმი. მიიღებთ მეგობრებისგან მხარდაჭერას, ფულად დახმარებას.

ლომი: ყურადღებით იყავით მოლაპარაკებების დროს. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები და დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საღამო დაუთმეთ მუსიკალურ ან ლიტერატურულ საქმიანობას, ჩართეთ ოჯახის წევრები.

ქალწული: საუკეთესო დღეა საქმიანი და მეგობრული შეხვედრებისთვის. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. სანამ სხვებს გააკრიტიკებდეთ, ჯერ საკუთარ იდეალურობაში დარწმუნდით.

სასწორი: დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ და შეიძლება, სხვადასხვა როლიც კი მოიგოთ. მოერიდეთ გაურკვევლობებს ურთიერთობაში, იყავით დაკვირვებული სამედიცინო და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებისას.

მორიელი: კრეატიული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაგროვილი საკითხები ორიგინალურად უნდა მოაგვაროთ. მოერიდეთ ინტრიგებსა და აფერას. არც სხვების გრძნობებზე გირჩევთ თამაშს.

მშვილდოსანი: მომავალში რომ არ ინანოთ, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. იყავით დიპლომატიური და მოსიყვარულე მშობლების მიმართ.

თხის რქა: კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. კოლეგებთან ერთად განხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები და გამონახეთ სწორი გადაწყვეტილებები. პასუხებს მიიღებთ, თუ ობიექტურად შეაფასებთ მოვლენებს.

მერწყული: ზედაპირულად ან დაბნეულად თუ მიუდგებით საქმეებს, არაფერი გამოგივათ. ფინანსურ დახმარებას მიიღებთ ახლობლებისგან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.

თევზები: საინტერესო მოვლენების დღეა. იყავით მომართული, რომ სარგებელი მიიღოთ ნებისმიერი საქმის, შეხვედრისგან. იყავით დიპლომატიური მათთან, ვისზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული.