შაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:31-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 11:23-ზე
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური ვალდებულებებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
ვერძი
დღეს არის შანსი, გაუმკლავდეთ საკითხებს, რომლებიც ბოლო დროს შეჩერდა ან გადაიდო. ახლობლებს აკლიათ თქვენი ყურადღება და გაითვალისწინეთ. თუ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ რაიმე შეჯიბრში ან დავაში, იღბალი თქვენს მხარეს იქნება. გამოიყენეთ თქვენი ლიდერობის უნარი.
კურო
თქვენი მხრიდან გარკვეული ძალისხმევით უნდა გამოავლინოთ ფინანსური შემოსავლის გასაზრდელად. არ გამოტოვოთ მომგებიანი შანსები, რომლებიც დღეს გელოდებათ, შეებრძოლეთ სიზარმაცის შეტევებს. სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება ან ცეკვა გააუმჯობესებს კუროს განწყობას.
ტყუპი
ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ ნათესავებთან ურთიერთობას, მათ საქმეებში დახმარებას და სტუმრობას, თუ დიდი ხანია ერთმანეთი არ გინახავთ. ასევე კარგი დღეა ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობისთვის. საუბრებით სამეცნიერო თუ რელიგიურ თემებზე. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა და საჩუქრის შერჩევა.
კირჩხიბი
მოემზადეთ რთული დღისთვის, როცა სხვადასხვა უსიამოვნებების გადალახვა მოგიწევთ. ნივთი, რომელიც მუდმივად გჭირდებათ, შეიძლება გაფუჭდეს. ასევე, თუ სამუშაო დოკუმენტებზე მუშაობთ, შეამოწმეთ ყველა ნომერი და თარიღი: არის სერიოზული შეცდომის დაშვების შანსი.
ლომი
კამათში მოხვედრისა და ყველასათვის მართლების დამტკიცების სურვილი ლომს მთელი დღე გაჰყვება. იმისათვის, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა და არ დაიწყოთ ჩხუბი, დაუთმეთ თანამოსაუბრეს, ეძებეთ კომპრომისები ყველა დისკუსიასა და საუბარში. ამგვარად შეინარჩუნებთ თქვენს პოზიტიურ განწყობას.
ქალწული
კარგი დღეა საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესასრულებლად. ძველ მეგობრებთან საუბარი განწყობას აგიმაღლებთ. დაგეგმეთ რთული ამოცანები დღის მეორე ნახევრისთვის. ფინანსურ საკითხებში იყავით წინდახედული და ნუ რისკავთ.
სასწორი
ვარსკვლავები სასწორს კარგ დღეს ჰპირდებიან. შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ დაგროვილ წვრილმან საკითხებს, ან დაიწყოთ რაიმე ახალი და საინტერესო საქმე. 4 ნოემბერს სწრაფად მიაღწევთ წარმატებას და შეძლებთ თავიდან აიცილოთ შეცდომები და არასწორი გათვლები. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა და მომგებიანი შეთავაზებები.
მორიელი
დღე სავსეა სიურპრიზებითა და სიახლეებით. ზოგიერთი მოვლენა შეგიცვლით გეგმებს და გაიძულებთ სრულიად განსხვავებული საქმეების გაკეთებას. თუმცა, მორიელები მიიღებენ უამრავ დადებით ემოციას და შეხვდებით საჭირო ადამიანებს. კარგი დროა ფინანსური ტრანზაქციების ან შესყიდვებისთვის.
მშვილდოსანი
რთული დღე გელით კომუნიკაციის მხრივ. ახლა ძალიან მგრძნობიარე ხართ, ამიტომ ნებისმიერმა შენიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციების ქარიშხალი. ნუ გაბრაზდებით ან ნერვიულობთ წვრილმანებზე, იყავით მშვიდი. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელით.
თხის რქა
რთული და სტრესული დღე. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები განზრახ გაბრაზებენ და ჩხუბისკენ გიბიძგებენ. მეტი მოთმინება გჭირდებათ, სიტუაციასთან ადაპტირება. მოერიდეთ იმპულსურ შესყიდვებს ან დაუგეგმავ ხარჯებს.
მერწყული
საკითხები, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა დღეს დადებითად მოგვარდეს. სასიხარულო ამბებს მიიღებთ. მცირე რუტინული საკითხების გამონახეთ დრო და დაასრულეთ.
თევზები
გაგიჩნდებათ სურვილი, დაეხმაროთ საყვარელ ადამიანებს და მეგობრებს, იზრუნოთ მათზე და გაანებივროთ საჩუქრებით. გარდა ამისა, შეიძლება თავადაც მიიღოთ დახმარება და მხარდაჭერა მათგან, ვისი იმედიც აქამდე არ გქონდათ. ახლის შესწავლა და ათვისება ჩვეულებრივზე ადვილი იქნება.