4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს ნაკლები ლაპარაკი და მეტი საქმე მოგეთხოვებათ. უმჯობესია ხანმოკლე საქმეები წამოიწყოთ. კარგი დღეა პირადი ცხოვრების მოსაწყობად. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას.

ტყუპი

დღის მოკლე დახასიათება ასეთია: დილით – ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა; შუა დღეს – ახალი გეგმების, პერსპექტივების განხილვა; საღამოს – მეგობრებთან ერთად გართობა, ელექტრონული მიმოწერა.

კირჩხიბი

ნუ გადაიტვირთებით საქმეებით. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი აზარტი და ექსტრავაგანტურობა შეიტანეთ.

ლომი

სპორტი, შემოქმედება, სწავლა – აი, ის სფეროები, სადაც წარმატება გელით. შუა დღეს რამდენიმე საათით განმარტოვდით, დაისვენეთ, რათა საღამოსთვის აღიდგინოთ ძალები.

ქალწული

დღეს შეიძლება პარანორმალურმა, მისტიკურმა მოვლენებმა გაგიტაცონ. კარგია იოგის ან სხვა გამაჯანსაღებელი ტექნიკის შესწავლა. ნუ იქნებით გარშემო მყოფებისადმი ზედმეტად კრიტიკული.

სასწორი

განწყობის, სურვილების ცვალებადობა უნდა აკონტროლოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და თავგადასავლებს. არ გარისკოთ. ბავშვები წარმატებებით გაგახარებენ.

მორიელი

დღეს რამდენიმე ადამიანის ფუნქცია (მშობელი, თანამშრომელი და ა.შ.) უნდა შეასრულოთ. დღე მეტად რთულია ფიზიკური და ემოციური თვალსაზრისით, მაგრამ ეცადეთ, გაუძლოთ.

მშვილდოსანი

დღეს მეტად მგრძნობიარე გახდებით. მოგინდებათ განმარტოება, დასვენება, ბუნებაში გასეირნება, გამოძინება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ციფრებს, ფაქტებს, აზრებს. საღამოს ენერგიას აღიდგენთ.

თხის რქა

მოთოკეთ ემოციები. ნუ შეუშინდებით სირთულეებსა და დაბრკოლებებს. დაიცავით თქვენი ინტერესები. კარგი დღეა ახლობლებთან ერთად საოჯახო საქმეების განხილვა.

მერწყული

ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი და წუნია. სიამაყის გამო ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან. მოერიდეთ კონფლიქტს ახლობლებთან. აკონტროლეთ ფინანსები. ყურადღებით იყავით, არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

თევზები

დღეს ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდებათ. ისეთი ადამიანი შეარჩიეთ, ვინც მომავალში არ გაგცემთ. მეტი მზრუნველობა და ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გამოგიკეთებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით