კურო
დღეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ. ყველაფერი დანარჩენი მომავლისთვის გადადეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას.
ტყუპი
კარგი დღეა ბიზნესპარტნიორებისა და მეცენატებისთვის საკუთარი იდეების გასამხელად. ისინი სურვილების ასრულებაში მორალურად და მატერიალურად დაგეხმარებიან.
კირჩხიბი
თანამშრომლებთან შეხმატკბილებულად იმუშავეთ, მარტოს პროექტების განხორციელება გაგიჭირდებათ. აგრეთვე, კარგი დღეა მეგობრული წვეულებებისთვის.
ლომი
უფროსის შექება, ფულადი ჯილდო ან სოლიდური პრემია გელით. ეცადეთ, ფული დღესვე არ დახარჯოთ. აგრეთვე, შეინარჩუნოთ საუკეთესო თანამშრომლის სტატუსი.
ქალწული
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები და ჩინოვნიკებთან საქმეების მოგვარება. ზედმეტად ემოციური ხართ და ეცადეთ, კონფლიქტი არ წარმოიშვას არც კოლეგებთან, არც საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
დღეს თქვენ გარშემო სრული ქაოსი იქნება. როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში, მაგრამ ეცადეთ, სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნოთ, პოზიციები არ დათმოთ და მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე.
მორიელი
საინტერესო ნაცნობობა გელით საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, რომელიც, თუ მის მიმართ აგრესიული და კრიტიკული არ იქნებით, შეიძლება თქვენი რომანის მთავარი გმირი გახდეს.
მშვილდოსანი
კონფლიქტისა და გაუგებარი სიტუაციების მიზეზი რომ არ გახდეთ, აკონტროლეთ სიტყვები და ქცევა. ეცადეთ, გარშემო მყოფებმა ერთიცა და მეორეც სწორად გაგიგონ.
თხის რქა
ნაკლები მოუსმინეთ გარშემო მყოფების რჩევას და გულის კარნახით იმ იმოქმედეთ. აგრეთვე, ახლობლების წრეში გირჩევთ სიტუაცია აკონტროლოთ, რათა არ წარმოიშვას კონფლიქტი.
მერწყული
ნაკლები დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს და მეტი - საოჯახო საქმეებს. მოაგვარეთ სამემკვიდრეო საკითხები. შეიძლება თქვენი დახმარება ნათესავს დასჭირდეს.
თევზები
დღეს თქვენი საქციელის ან ფრაზების გამო ახლობლებისა და საყვარელი ადამიანის კრიტიკას დაიმსახურებთ. ეცადეთ, არავის გამოეპასუხოთ და მშვიდად შეხვდეთ მოვლენებს, რათა კიდევ უფრო არ დაიხლართოის სიტუაცია.