სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 17:49-ზე, მთვარე 14:21-ზე ესტუმრება მერწყულს
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
ვერძი: მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას, - საქმიანისაც და სასიყვარულოსაც. ურთიერთშეთანხმებით უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებთ.
კურო: ყველა სირთულეს იოლად გაუმკლავდებით, თუ მოინდომებთ და გააქტიურდებით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. დაიწყეთ დიეტა, ვარჯიში.
ტყუპი: შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. მოგინდებათ საკუთარი ნიჭის გარშემო მყოფებისთვის დემონსტრირება. საქმიანი შეხვედრების დროს თამამად წამოაყენეთ თქვენი იდეები.
კირჩხიბი: ფულ ბინის კეთილმოწყობისა და ოჯახის წევრების კეთილდღეობისთვის დაგჭირდებათ. ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ახლა გაცივების დრო არაა.
ლომი: საუკეთესო დღეა იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ახალ პროექტზე მუშაობის დროს გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს.
ქალწული: სამსახურში მეტად გამოავლინეთ პროფესიონალიზმი და დაინტერესება სიახლეებისადმი. ფული ზომიერად ხარჯეთ, მომავალში უფრო დაგჭირდებათ.
სასწორი: პირველ ჯერზე რამე თუ არ გამოგივათ, დეპრესიაში ნუ გადავარდებით. იმოქმედეთ თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მორიელი: საუკეთესო დღეა საკუთარ სურვილებში, შინაგან სამყაროში გასარკვევად. გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. ნუ შემოუშვებთ თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნო ადამიანებს.
მშვილდოსანი: გახშირდება ინტერნეტმიმოწერა და ზოგიერთმა შეიძლება საქმიან პარტნიორთან ფლირტიც კი გააბათ. მაგრამ ეცადეთ, ძირითადად საქმეზე იყოთ მომართული და არა გართობაზე.
თხის რქა: გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს, რომლებიც, თუ დააინტერესებთ თქვენი იდეებით, დაგაფინანსებენ, მოგცემენ რეალიზების შანსს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
მერწყული: საინტერესო დღე გელოდებათ, მიიღებთ დახმარებას მიზნების განხორციელებლად ან დაწინაურების შემოთავაზებას. მეტად იზრუნეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
თევზები: ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საუკეთესო დღეა გადაწყვეტილების მისაღებად, რა შეისწავლოთ? უცხო ენა, ფსიქოლოგია, თუ არტთერაპია.