4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ცვლილებების დღე გაქვთ. შეიძლება შეიცვალოთ საქმიანობა, მკურნალი ექიმი, მისამართი. თქვენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან.

ტყუპი

თუ სერიოზულად მიუდგებით თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს (სიყვარული, ბავშვის აღზრდა, მეგობრობა) წარმატებასაც მიაღწევთ. მთავარია, ყველაფერი შემთხვევას არ მიანდოთ.

კირჩხიბი

თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და ამას დღესვე იგრძნობთ. დაიბრუნებთ ავტორიტეტს, საკუთარი თავის რწმენას. შეიძლება ზოგიერთი საქმის ნულიდან დაწყებამ მოგიწიოთ, იყავით ორიგინალური და არ უღალატოთ ტრადიციებს.

ლომი

კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. მაგრამ მოერიდეთ საბუთების, დოკუმენტების გაფორმებას, ახალი პროექტების დაწყებას, ბიზნესში ახალი პარტნიორების გაჩენას.

ქალწული

გადახედეთ ფინანსურ დოკუმენტებს, ხარჯებს. გათავისუფლდით ძველი, არაფრისმომცემი ურთიერთობისგან. მოაგვარეთ ურთიერთობა ბავშვებთან, მეგობრებთან.

სასწორი

თუ საკუთარ შესაძლებლობაში დარწმუნებული ხართ, აღარ დააყოვნოთ, იმოქმედეთ. დღეს ბევრ საკითხში გაერკვევით. მოსალოდნელია შეხვედრა ავტორიტეტულ პიროვნებასთან, მეგობართან, პარტნიორთან.

მორიელი

მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გირჩევთ. არ ჩაერიოთ ახალ საქმეში, თამაშში, ავანტიურაში. შესაძლებელია, მოგიწიოთ ადვოკატის, პარტნიორის, პედაგოგის შეცვლამ. ყოველ შემთხვევაში, დაფიქრდით ამ საკითხზე.

მშვილდოსანი

დღეს თქვენთვის შეუძლებელია არაფერია. ადვილად დაასრულებთ დაწყებულ პროექტებს, რომლებიც მომავალშიც მოგიტანენ შედეგს. არ გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით გავლენიან პირებთან და მათთან, ვისზეც ხართ დამოკიდებული.

თხის რქა

წარმატებული დღე გაქვთ. ნუ მოექცევით ჩარჩოებში, მრავალ სფეროში მოსინჯეთ ძალები. იყავით მეგობრული, ზრდილობიანი. ნუ იქნებით კრიტიკული.

მერწყული

დღეს სურვილების ასრულების დღე გაქვთ. განსაკუთრებით კარგი დღე აქვთ იმ მერწყულებს, ვინც ცხოვრების კარდინალური შეცვლა მოინდომა. მიხედეთ ჯანმრთელობას.

თევზები

თქვენი მომავალი რადიკალურ ცვლილებებზეა დამოკიდებული (პოლიტიკური გარჩევები, საავტორო უფლებების დაცვა, მემკვიდრეობის საკითხი, განქორწინება). ცვლილებები ცუდი არაა. ზოგჯერ მას დადებითი შედეგებიც მოჰყვება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით